ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზიიდან 50 ათასი დოლარის ღირებულების ნაწილები მოიპარეს

ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს. მოპარულია  50 ათასი დოლარის ღირებულების ნაწილები. ძარცვის შესახებ მაღაზიის მეპატრონეებმა 1 საათის წინ გაიგეს, როგორც მეპატრონეები ამბობენ  შიდა და გარე პერიმეტრზე
მაღაზიაში სათვალთვალო კამერების ელექტროსადენები  გადაჭრილია  შესაბამისად ვიდეო-ჩანაწერები არ არსებობს. მაღაზიას კერძო დაცვის სამსახური – “ტიგონისი” იცავს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.