გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათ – გაეყინებათ აქტივები, დაუწესდებათ დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, აკერძალებათ მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში და დაუწესდებათ სანქციები ტრასტის სერვისებისთვის.
“ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე [სანქციების] სამიზნეა თავის პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ასევე სანქცირდება ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც რუსეთთან და ქართულ ოცნებაში უმაღლეს დონეებზე ექსტენსიური კავშირები აქვს.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანქცირების მიზეზად მითითებულია – მონაწილეობა [ამჟამად ან წარსულში] რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მისგან მხარდაჭერის მიღებაში “მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის” დირექტორად მუშაობით, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.















