“როგორც ვთქვი, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ამას მშვიდობიანი საშუალებებით ვცდილობდით – მინსკის შეთანხმების დახმარებით. როგორც შემდეგში გაირკვა, ჩვენ აქაც გვატყუებდნენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმაც და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც აღიარეს და პირდაპირ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ ამ ჩვენი შეთანხმებების შესრულებას, არამედ უბრალოდ დროს იგებნენ იმისთვის, რომ უკრაინის რეჟიმი დამატებითი იარაღით გაეტენათ, რაც მათ წარმატებით შეძლეს. ერთადერთი, რასაც უნდა ვნანობდეთ, ისაა, რომ ჩვენი აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ, იმის იმედით, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა.”

ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.