ამერიკელმა კაცმა ლატარიაში 22 მილიონი მოიგო, თანხის ნახევარი კი მეგობარს მისცა

ორმა ამერიკელმა მეგობარმა, ჯო ფინიმ და ტომ კუკმა 1992 წელს პირობა დადეს: თუ რომელიმე მათგანი Powerball–ის ლატარიას მოიგებდა, მოგებას თანაბრად გაიყოფდნენ. მოლაპარაკება მეგობრებმა მხოლოდ ხელის ჩამორთმევით გაამყარეს.

თითქმის 30 წლის შემდეგ ტომმა მართლაც მოიგო და მეგობართან შეთანხმებაც არ დაივიწყა. ჯო ამბობს, რომ გაოგნდა, როცა ძველმა მეგობარმა მოულოდნელად დაურეკა და შეატყობინა, რომ 22 მილიონიანი ჯეკპოტის ნახევარს აძლევდა.

ორივე მეგობარი ვისკონსინის შტატში ქალაქ მენომონიში ცხოვრობს.

“ვულოცავთ ტომს და ჯოს და მათ ოჯახებს. მეგობრობის და ხელის ჩამორთმევის ძალამ თავისი საქმე გააკეთა. უზომოდ გახარებული ვარ, რომ მათ წარმატება ეწვიათ“– განაცხადა ლატარიის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, სინდი პოლზინმა.

Powerball–ის ლატარიაში ჯეკპოტის მოგების შენსი დაახლოებით 292 მილიონთან ერთია.

მეგობრებმა გადაწყვიტეს მთელი თანხა ერთდროულად აიღონ, ნაცვლად ყოველწლიური გადახდებისა. შედეგად, ფედერალური და ადგილობრივი გადასახადების გამოკლებით თითოეული მათგანი ხელზე 5.7 მილიონ დოლარს მიიღებს.

ტომმა გადაწყვიტა პენსიაზე გავიდეს. ჯო კი უკვე პენსიაზეა. ორივე ამბობს, რომ ახალ იმედი აქვთ ოჯახებთან მეტ დროს გაატარებენ.

ტომმა მომგებიანი ბილეთი მაღაზიაში 2 დოლარად იყიდა.

მარტში ჯეკპოტი ვისკონსინის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა მოიგო. მაშინ თანხამ 768 მილიონი დოლარი შეადგინა.

”არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! ” – საქართველოს საელჩო ისრაელში

''არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი !"  - საქართველოს საელჩო ისრაელში მოუწოდებს მოქალაქეებს არ დატოვონ საცხოვრებელი...

გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან...

"გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ " - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი...

მელიასთან და მის გაბანძებულ პარტიასთან ანგარიშები მაქვს და ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს – ელისაშვილი

ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით...

ცერცვაძის აზრით, კომენდანტის საათი მაისის ბოლოსთვის მოიხსნება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მისი აზრით, კომენდანტის საათი მაისის...

თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა – კობახიძე

"თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა"- განაცხადა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი...

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში – კუბილიუსი ენმ-ს მიმართავს

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში - ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"...

ჯაფარიძე კომენდანტის საათზე: სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ხელისუფლებას ვერ შევცვლით

"სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით და ვერც უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. ნახირს ბოსელში კეტავენ...

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის – დაღუპულია 30-მდე ადამიანი რომელთაგან 10 ბავშვია

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 28 პალესტინელი, მათ შორის, 10 ბავშვი დაიღუპა.10 მაისის...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...