შაბათი, 27 აპრილი , 2024, 15:39

Covid - 19

ახალი ზელანდიის პრემიერმა კოვიდის გავრცელების ზრდის გამო საკუთარი ქორწილი გადადო

ახალი ზელანდიის პრემიერმა, ჯასინდა არდერნმა საკუთარი ქორწილი გადადო მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ქვეყანა შეზღუდვების, ახალ, ყველაზე მაღალ დონეზე გადადის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო. ახალი წესების მიხედვით ნებისმიერ მასობრივ ღონისძიებაზე...

გარდაიცვალა ჩეხი მომღერალი, რომელმაც აცრას ამბჯობინა კოვიდით მიზანმიმართულად დაინფიცირებულიყო

ჩეხეთში ფოლკ–ჯგუფ Asonance–ის ვოკალისტი, განა გორკა გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით სპეციალურად დაინფიცირდა, რათა დაავადების შემდეგ კოვიდ პასპორტი და შესაბამისად, საზოგადოებრივ დაწესებულებებში შესვლის უფლება მიეღო.  57 წლის მომღერალი ქალის სიკვდილი მედიას...

“ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც არ აიყვანდნენ“–თენგიზ ცერცვაძე იაგო ფრანგიშვილს წერილს უძღვნის

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, იაგო ფრანგიშვილს წერილს უძღვნის. “იაგო ფრანგიშვილის ზღაპრები“– ასე ქვია თენგიზ ცერცვაძის წერილს, რომელშიც ის ამბობს, რომ იაგო ფრანგიშვილი “დაუკრეფავში გადავიდა“...

“ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თვლის, რომ ომიკრონის გავრცელების და დომინაციის გამო გადასახედია ვაქცინაციის სტრატეგია. მისი აზრით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ვაქცინაციის რისკები მის სარგებელს აღემატება, ვინაიდან ომიკრონს მსუბუქი...

ჯანმოს აზრით კოვიდის ვაქცინის ბუსტერ დოზების ხშირად გაკეთება არარეკომენდირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ განმეორებითი ვაქცინაციები კოვიდის წინააღმდეგ სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია არ არის. იმავე აზრზეა ევროპის მედიცინის სააგენტო. “თუ გვექნება სტრატეგია, რომლის თანახმად ბუსტერებს ყოველ ოთხ თვეში გავიკეთებთ, შეიძლება იმუნური...

ათასობით გაუქმებული ავიარეისი მსოფლიოში: ომიკრონი დაინფიცირების რეკორდებს ხსნის

მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 23 დეკემბერს დაფიქსირდა – 982 822 ათასი ადამიანი ერთი დღეღამის განმავლობაში. დეკემბრის ბოლოს მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით...

ახალი შეზღუდვები ომიკრონის გამო: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ჩაიშალა

ჯანმოს მონაცემებით კოვიდის ახალი ვარიანტი, ომიკრონი უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ ქვეყნების უმრავლესობაში დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ დღენახევარში ორმაგდება. აშშ–ს ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ახალი დაინფიცირებულებისათვის შესაძლოა რეანიმაციებში ადგილი აღარ...

პანდემიის დამარცხება 2022 წელს შეგვიძლია – ჯანმო

ამერიკელმა ეპიდემიოლოგმა დევიდ დოუდიმ კოვიდ-ვაქცინების სწრაფი შექმნა  მთვარეზე ადამიანის დასმას შეადარა - სამეცნიერო, ჯანდაცვის და ლოჯისტიკური მიღწევების გამო. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებმა 2021 წელს მთელ მსოფლიოში მილიონობით...

ევროკავშირის ქვეყნები კოვიდპასპორტების მოქმედების ერთიან ვადას დაადგენენ

ევროკავშირის ქვეყნები  კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების მოქმედების ვადების უნიფიცირებას აპირებენ. ეს სერთიფიკატები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისა და საჯარო ადგილებში შესაშვებად აუცილებელია. ევროკავშირის კომისიამ, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს ქვეყნებს შესთავაზა კოვიდსერთიფიკატის ერთიანი...

ჯანმო კოვიდ19-ის მკურნალობაში პლაზმის გამოყენების წინააღმდეგია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის თერაპიის რეკომენდაციებში ცვლილება შეიტანა. დღეს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ჯანმო აღარ იძლევა გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმის რეკომენდაციას მათთვის, ვისაც მწვავე სიმპტომები არ აქვს. ახალი გზამკვლევის მიხედვით,...