არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან – დეკანოზი თამაზი მეუფე ნიკოლოზზე

“არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან”- დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი ნიკოლოზისთვის iPhone 12 Pro-ს ჩუქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერო საქმეების სიყვარული სასულიერო პირისგან არ მართლდება. ამის შესახებ მან ფეისბუქზე  წერს.

” ეპისკოპოსის და iPhonis-ის თემაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა (სირცხვილიც კია, რაზე გვიწევს ლაპარაკი)

პავლე მოციქული ვინ არის, ყველას გაგიგიათ. ახალი აღთქმის 27 წიგნიდან ნახევარზე მეტი ანუ 14 წიგნი მას ეკუთვნის, იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი მოციქული და მასწავლებელია ჩვენი რწმენისა.
ებრაელთა მიმართ მისი ეპისტოლე სიდიდით მესამეა მის წიგნებში, 13 თავია. მასში პავლე ქრისტეს მორწმუნე ებრაელებს უხსნის თუ რამდენად აღმატებულია იესო ქრისტე და მისი ახალი რჯული მოსეს რჯულზე და ძველი აღთქმის მამამთავრებზე. საინტერესო ამ ეპისტოლეში, ისაა, რომ პავლე საკუთარ თავს ანუ ავტორს არ ახსენებს, არ კადნიერდება საკუთარ თავს მოციქული უწოდოს, რადგან იესო ქრისტეზე ლაპარკობს, სხვა ყველაფერი ჩრდილში ინაცვლებს მის წინაშე. პავლეს მოციქულობა ხსენების ღირსიც არაა, რადგან ქრისტეა ჩვენი მოციქულიც და მღვდელმთავარიც: “… დაუკვირდით მოციქულსა და მღვდელმთავარს ჩვენი აღსარებისას, ქრისტე იესოს…” (ებრ. 3,1) – წერს იგი. გესმით? პავლე, როცა ქრისტეზე ლაპარაკობს, არათუ პირად სურვილებს, საკუთარ მოციქულობასაც კი არ ახსენებს.
ასევე ვიცით, რომ პავლე ხელობით მეკარვე იყო და კარვების ქსოვით ირჩენდა თავს. არსად, არცერთ წერილში არ ახსენებს არც თავის საერო პროფესიასთან დაკავშირებულ ინტერესებს, არც კარვებს, არც ნემსებს და არც სხვა ხელსაწყოებს. რა საქმე აქვს ამ ყველაფერს ქრისტესთან და მისი წმინდა მოძღვრების ქადაგებასთან?
ისიც ვიცით, რომ თვალები აწუხებდა პავლეს, თვითონ წერა უჭირდა და მის ახალგაზრდა მოწაფეს, ტერციუსს ან ტიმოთეს (რომ. 16,22) ჰკარნახობდა ხოლმე ამა თუ იმ ეკლესიის მიმართ წერილს. გალატელებს როცა სწერდა, დამხმარე გვერდით არ ჰყავდა, მაგრამ იმდენად საჩქარო იყო გალატიის ეკლესიის სულიერი პრობლემა (გადაუხვიეს ქრისტეს რჯულს), რომ დაჯდა და იმ სნეული თვალებით, თავის ხელით დაწერა წერილი გალატელებისთვის. ეს წერილი დიდი არაა სხვებთან შედარებით, სულ 6 თავია (რომაელთა 16 თავია, კორინთელთა 15 და ა.შ.), მაგრამ ეტყობა იმედნად გაუჭირდა წერა, რომ ბოლოს ამბობს: “ხედავთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით” (გალ. 6,11).
ეს უბრალოდ ასეა, სხვაგვარად ვერ იქნება. არ მართლდება საერო საქმეების სიყვარული სასულიერო პირისგან და უხერხული ღიმილით ნათქვამით: “მღვდელიც ადამიანია” ვერავინ ვერასდროს გაამართლებს ამ ვნებებს. თუ სასულიერო პირები ქრისტიანობის ქადაგების მაგივრად შევუდგებით პოეტობას და ეგზალტირებულ ლექსაობას, საერო სიმღერებს, მოდურად კოხტაობას და საკუთარი ფოტოებით კეკლუცს, თუ ავტომობილების, ტელეფონების თუ სხვა მატერიალური ნივთების, ტექნიკური სიახლეების თუ ფუფუნების საგნების სიყვარული შეგვიპყრობს და უფრო უარესი: რომც გვძლიოს და დაგვიმონოს ამ ვნებებმა, თუ ისე დავბრმავდებით და გავირყვნებით, რომ ამის საჯაროდ გამოჩენას აღარ მოვერიდებით, არასოდეს იქნება ეს მართებული და არ ექნება ამას გამართლება ღმერთის და ხალხის წინაშე. ეს ვნებები არ შეეფერება არც ეპისკოპოსს, არც მღვდელს, არც დიაკვანს და არც პატიოსან ქრისტიანს. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან, რისთვისაც, ამ ე რ თ ა დ ე რ თ ი ს თ ვ ი ს მოწოდებულია სასულიერო პირი. დეკანოზი თამაზ ლომიძე “, წერს დეკანოზი.

 

მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს – მელია მერაბიშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე, დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას...

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე...

ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის – ბადრი ჯაფარიძე

"ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის "-  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა,...

ევროსაბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიკავონ პარლამენტში მოპოვებული ადგილები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას...

ზღაპარია, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

"ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს,...

“ეს მავნებლები გავისტუმროთ” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

"ფონდ იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. კითხვაზე, "არის თუ არა შანსი,...

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი – ბაჩალიაშვილის ბოლო შეტყობინება მეგობარს

"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო