არსებობს ჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს – პროკურორი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

„საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ამგვარი აუდიომასალა საქმეში მოიპოვება. ზოგადად, ის ვიდეომასალა, რაც მისი მობილური ტელეფონიდან და „იუთუბ“ არხიდან არის მოპოვებული, როგორც ვთქვი, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს“,-განაცხადა პროკურორმა გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებულ ეგზიტპოლებზე ზეიმი არასერიოზულია – გიგი უგულავა

"საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებულ ეგზიტპოლებზე ზეიმი არასერიოზულია "- განაცხადა, ევროპული საქართველოს წევრმა  და ზუგდიდში მაჟორიტარი...

ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათზე 56,11%-ია, 2016 წელს 51,63% იყო – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56,11%-ია, რაც რაოდენობრივად 1 970 540 ამომრჩეველია....

მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა – სააკაშვილი

" მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და ჩამოვაყალიბოთ...

“აი, რა მაგარი ხალხი ვართ”- ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. მან...

ნიკა მელია კობახიძესთან დარეკვას და პირობის შეხსენებას აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ...

ფიზიკურად სად ვიქნები, გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, არ მეშინია მათი ციხის – სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს თუ სად იქნება ფიზიკურად. "მე...

“ოცნება” – 41%, ენმ – 33%, ევროპული საქართველო – 5%, ლელო – 4% –...

მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას 41%...

ქართული ოცნების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ კარუსელებს – სამოქალაქო პლატფორმა 2020

სამოქალაქო პლატფორმა 2020, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, 19:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო