“არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას” – ნიკა გვარამია სასამართლოში მივიდა

ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას ერთადერთი, შემიძლია ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა – ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მანამდე კი პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა,რომ  გამოძიებას კითხვები სწორედ წყაროსთან დაკავშირებით ექნება, თუმცა, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უფლება აქვს არ გაასაჯაროოს წყარო, საიდან მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია.

“ერთადერთი, რაც გვითხრეს, არის ის, რომ დაკითხვა უკავშირდება შაქარაშვილის საქმეს. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, შესაბამისად, არც პოზიციები გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული იმიტომ რომ ამ დრომდე არ ვიცით, რა კითხვები იარსებებს. პასუხები დამოკიდებული იქნება ზუსტად იმაზე, თუ რა კითხვებს დაუსვამენ. ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით, ეს არ ვიცი, დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად რა კითხვები იქნება,” – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მანამდე კი, გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო. ნიკა გვარამია დღეს შაქარაშვილის საქმეზე სწორედ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ – გამყრელიძე

"ახლა არ არის წარსულზე ლაპარაკის დრო, ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ "- ...

მცხეთაში მიმავალი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა – დაღუპულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მცხეთაში მიმავალი მანქანა მტკვარში 30 მეტრის...

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგიმლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. "ივერი...

მარხვაში რძის პროდუქტების ჭამისთვის მღვდლები ზიარებას არ აკრძალავენ – ილია მეორე

საშობაო მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს. როგორც პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, ეპიდემიის...

ფული ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს – ელისაშვილი

"ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს"- მოქალაქეების...

ტრანსპორტი ღია კარებით – დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია

ხვალიდან საქართველოშიახალი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, იკეტება მაღაზიები იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის...

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყეს

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – ვრცელდება პეტიცია, სადაც  მოქალაქეები მოითხოვენ, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე,...

დღეს ხელისუფლებამ უნდა გაგვამხნევოს – სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი. "...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო