“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს. დღეს ის კიდევ ერთხელ წერს იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს ემუქრება ახლო მომავალში.

“დიდი ხანია არაფერი დამიწერია კორონაზე … ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ვუსმენდი და გისმენდით …

დღეს ყველგან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც. მიძნელდება საუბარი და არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში . მე არ ვიცი როგორაა გათვლილი და დათვლილი საქართველოში სამედიცინო რესურსები, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო და უმართავი ხდება. სამწუხაროდ, ეს არც მიკვირს… არანაერი წინასწარმეტყველება და დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა დღევანდელ მდგომარეობას. ამას ფიქრობდა ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა SARS-CoV-2 ვირუსთან, ვინც დაინახა, რა ძალებით და და რა რესურსებით , რამხელა დანაკარგებით, რა ძნელად უმკლავდებოდა განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემას. და როცა დიდ გამოწვევას ემატება ქვეყნის საკმაოდ მწირი სამედიცინო რესურსები, ცალკეული , არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯები და საზოგადოების დიდი ნაწილის უდისციპლინობა და უპასუხისმგებლობა, მოლოდინი და შედეგიც გასაგები და წარმოსადგენია.
მე არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, რა გაკეთდა გერმანიაში ზაფხულის განმავლობაში, როგორ გადააწყვეს კიდევ ერთხელ კლინიკები , როგორ ხდებოდა მომზადებული კადრების გადამზადება , როგორი სიფრთხილით და საფუძვლიანი შიშით უყურებდნენ შემოდგომა-ზამთრის მოახლოებას…

და ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთეულ შემთხვევებს ითვლიდნენ და თავდაჯერებით საუბრობდნენ ქვეყნის მზადყოფნაზე. მაშინაც დაუჯერებელი იყო, რომ საქართველო დაავადებას, მძლავრ სახელმწიფოებზე უკეთ უმკლავდებოდა, თუმცა ნამდვილად წარმატებით ართმევდა თავს ინფექციის შეკავების ფაზას. ახლაც არ მჯერა , რომ “პირველადი რგოლები “, რომლებიც სახლში თუ “ცხელების ცენტრში” მყოფ, საშუალო სიმძიმის პ-ის მართვაზე აგებენ პასუხს, ეფექტურად მუშაობენ ან საკმარისია რაოდენობა იმ ექიმებისა, განსაკუთრებით პერიფერიებზე, რომლების ამ ვირუსით გამოწვეულ გართულებებს ადექვატურად მართავენ. არც ის მიკვირს, როცა ლეტალობის მიზეზი სულ ერთი და იგივეა: “ასაკი, დიაბეტი და გულის უკმარისობა”. უპირველესი და მთავარია, საკმარისი და მომზადებული მედპერსონალი, და ამის შემდეგაა სალაპარაკო, მარაგი და რაოდენობა ეკიპირების და სასუნთქი აპარატების, რომელსაც ისევ გაწვრთნილი სამედიცინო პერსონალი სჭირდება. მე ასე მგონია, და ღმერთმა ქნას ვცდებოდე ….

მთავარი, რამაც წერილის დაწერა მომანდომა, არის ის, რასაც ვხედავ : საარჩევნო შეკრებებზე გამოსული უმრავი ადამიანი, პირბადის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; კარზე მომდგარი არჩევნები ( რომელიც ინფექციასთან მიმართებაში რატომღაც წინასააღდგომო პრობლემას მაგონებს), რომლის გამო ხელისუფლება ვერ ან არ აკეთებს იმას, რაც სწორედ ეხლაა გასაკეთებლი და რაც ჩემი დიდი ეჭვით, არჩევნების მეორე დღეს არ აგვცდება – საგანგებო მდგომარეობა!; სათამაშო მოედნებზე ერთმანეთში აღრეული ბავშვები, მშობლები, რომლებიც ამას გულდამშვიდებით უყურებენ; ბებიები და ბაბუები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ასრულებენ “საპატიო” მოვალეობას, მოიკითხონ და ჩაიბარონ საბავშვო ბაღებიდან თუ სკოლებიდან შვილიშვილები (ბავშვები ხომ ყველაზე საშიში უსიმპტომო გადამტანები არიან ინფექციის); ახალგაზრდები და ოჯახები, რომლებიც ყველანაერი არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ხალხმრავალი ზეიმები და დღესასწაულები; ხელისუფლება, რომელსაც შეზღუდვები აღსრულებაში ვერ მოჰყავს; წესრიგი, რომელიც ყველაზე მაღლა არ დგას! ….

და რატომ არ გვინდა ბოლოსდაბოლოს გავიგოთ, რომ ვირუსს ჩვენ ვასაზრდოებთ… ჩვენ! ვირუსი იკვებება ჩვენი კონტაქტებით. ვირუსი მრავლდება თუნდაც 2 ადამიანის ინტერაქციით, გადაცემა-გადადებით. კონტაქტების და გადადების გარეშე, მას არა აქვს არანაერი შანსი. ლოგიკურად, თუკი რამოდენიმე კვირა ჩავიკეტებით და განვცალკევდებით ყველა, მთელი მსოფლიოს ადამიანები, ვირუსი ნამდვილად გაქრება. მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, ეს ილუზიაა. ამიტომ რახან გაჩნდა და ჩვენთან მოვიდა, ის არსად წავა, ჩვენი თანამდევი იქნება…მაშინაც კი, როცა წამალი ან ვაქცინა შეიქმნება , უბრალოდ მაშინ არ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. ხშირად ადარებენ SARS-CoV-2-ს გრიპის ვირუსს, ზოგჯერ MERS-საც. გრიპთან შედარებით ბევრად გადამდები და ბევრად აგრესიულია, MERS-თან შედარებით, ნელა, შეპარვით და “ქურდულად” მოქმედი.

კორონა საქართველოში გაზაფხულზე გამოჩნდა, მხოლოდ გამოჩნდა, ტალღა არ ყოფილა! … ახლა ნამდვილად მოვიდა და ხანგრძლივი მარათონიც დაიწყო..

ეს მარათონი ახლა ყველგან გამწვავებულია…

და მაინც, როგორ თანავიარსებოთ ვირუსთან?! წამალი და ვაქცინა არ არის, ისევ და ისევ წესრიგი, ჰიგიენა, დისტანცია და ნიღაბი. ეს მოეთხოვება ყველას, თითოეულ მოქალაქეს. ესაა პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის და ქვეყნის წინაშე – გაუფრთხილდე თავს და გაუფრთხილდე სხვას! თუ არ გეშინია შენ, პატივი სცე სხვის შიშსს, სხვის სიცოცხლეს! ეს პასუხისმგებლობა შეგნების დონემდე უნდა იქნას დაყვანილი თითოეულ მოქალაქემდე , ვისაც ეს სჯერა, ვისაც არ სჯერა, ვისაც ეს მითი და მოგონილი ჰგონია, ვისაც დისციპლინა არა აქვს და არც საამისოდ ინტელექტი ყოფნის. ამაში ყველას ჩართულობაა საჭირო… პრესის, ტელევიზიის, რადიოს, ოპოზიციის თუ პოზიციის, თითოეული მოქალაქის… და ეს ყველაფერი ეფექტურად უნდა მართოს და აკონტროლოს ხელისუფლებამ, რაც ნამდვილად გვაკლია დღეს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!“– წერს ნინო ნაცვალაძე ფეისბუქზე.

მთელი რისხვა მას დაატეხეთ, ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსენით მის დასაჭერად – მელია ფანგანზე

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის გამო აქტივისტის, ირაკლი ფანგანის დაკავებას ეხმიანება....

ლომბარდიაში გაუქმდა ერთკვირიანი მკაცრი კარანტინი, რომელიც შეცდომით შემოიღეს

იტალიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ლომბარდიაში მკაცრი კარანტინი შეცდომით შემოიღო. მთავრობის აღიარებით, არასწორი სტატისტიკური მონაცემების...

შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნაა – ხოშტარია ნაგვის დაყრისთვის აქტივისტის დაკავებაზე

ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტის დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. "ჩვენ...

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც გუშინ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი...

გიორგი ვაშაძემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია და კანცელარიასთან აქციაზე მივიდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერიმა გიორგი ვაშაძემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია და კანცელარიასთან აქციაზე მივიდა. მისი თქმით, PRC...

ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მისი ღირსების შელახვაა, ყოველგვარი მაგრამების გარეშე – კახიძე 

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე აცხადებს, რომ "ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არის მისი ღირსების...

დღეს რუსთაველზე 21:00 საათიდან საპროტესტო სეირნობა გაიმართება

დღეს, 21:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება. მოქალაქეები კომენდანტის საათს გააპროტესტებენ. ამის შესახებ აქტივისტებმა...

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, არ მაინტერესებს შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა...

" არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ „მე არ მაინტერესებს შენ შიმშილობ თუ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო