ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან – ხუხაშვილი ბათუმის ინციდენტზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს აფასებს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

მისი თქმით, პროტესტის ფორმა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ პროტესტის შინაარსი – აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური.

“როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებულია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს. ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.

ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას. ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად.

“რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ…” რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის ნაც. მოძრაობის დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს. ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება”,– წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – უდუმაშვილი

"აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს"- „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის,...

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 12 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900...

სამართალდამცავებმა პარლამენტთან აქტივისტების დაკავება დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, სამართალდამცავებმა, სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დაიწყეს. ადგილზე  ერთ-ერთმა აქტივისტმა გზის...

ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს – გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნამახვანჰესის საფრთხეებზე...

"ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს"- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული – ოპოზიცია შენობის პიკეტირებას გეგმავს

დღეს, 2 მარტს, დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა...

მის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტი არ დასწრებია

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, ანუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, მას...

6 საკითხი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მიშელის შუამავლობით განიხილავს

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შარლ...

დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ. მისი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო