ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს – დანიელსონი

“ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს”- ამის შესახებ განცხადება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გააკეთა.

“სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენე პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში. იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი, რამდენად ელოდებოდით, რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. ასევე, მივესალმები ყველა ძალისხმევას, რაც იყო პროცესში.  როდესაც ბრიუსელში დავბრუნდები, ჩავიტან ჩემს აზრს, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რაც საქართველოშია, ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს, ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ამ გზაზე.”- განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება შესთავაზა.

ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელიც მის ყოფილ ქმარს, მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს, შსს–ში გამოკითხვაზე...

ჭიჭინაძე: გახარია შექმნის პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი ეხმიანება ქართული ოცნებიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას და ამბობს, რომ...

სამხარაძე გახარიაზე: 20 ივნისის შემდეგ ოცნებამ დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა

ქართული ოცნების დეპუტატი მმართველო გუნდიდან 6 პარლამენტარის წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ გახარია პარტიამ...

ოჯახი დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი...

მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რაც განმუხტავს რადიკალიზაცას – ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას -განაცხადა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ...

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება – თალაკვაძე

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ის არათანმიმდევრული...

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა

გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. კერძოდ, მმართველი პარტია...

სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს – პაატა იმნაძე

''სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს ''- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა...

სხვა სიახლეები

“მის მსოფლიო 2020“ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სცენაზე სკანდალი მოაწყო. ნახეთ ვიდეო

შრი–ლანკის პოლიციამ მის მსოფლიოს ტიტულის მფლობელი დააკავა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის მის შრი–ლანკას გვირგვინი წაართვა. პუშიპკა დე სილვა, რომელმაც წელს გათხოვილი ქალების სილამაზის...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო