აღდგომის ღამეს შსს–მ რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების დაცვას აღდგომის ღამესაც აკონტროლებენ.

შსს–ს ინფორმაციით სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 24 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 697 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 94 ფაქტი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ:

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

“მადლობა ღმერთს, რომ გადადგა” – ვოლსკი გახარიაზე

ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ტვ იმედის ეთერში პრემიერ გახარიას გადადგომაზე ისაუბრა: "მე ვერანაირად...

ნატო არ ჩქარობს უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის შიშით–ალექსანდრ ვერშბოუ

ნატო არ ჩქარობს შესთავაზოს უკრაინას ალიანსში გაწევრიანება, რაც ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების...

“საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული“–ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის რეჟიმშია. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს: “მეგობრებო,...

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება – აქტივისტები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება - საქმე ეხება დედაენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებზე და მათ მიერ...

მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი – ...

"მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი"- „ლელოს“ წევრის...

შსს-მ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო....

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს, რომელზეც მომუშავე მხარეებმა მსჯელობა...

Al-Jazeera, Associated Press – ისრაელმა, ღაზის სექტორში, მედიაოფისების შენობა დაბომბა

ისრაელმა, ღაზის სექტორში, ავიაგამანადგურებლებით იმ შენობას დაარტყა სადაც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. მანამ...

პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო–დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიის დასკვნა

დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, რომელიც ჯანმოს ინიციატივით შეიქმნა, დაასკვნა, რომ კორონავირუსის პანდემიის აღკვეთა შესაძლებელი იყო. სპეციალისტების თქმით, ჯანმოს და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ქმედებები “შხამიან კოქტეილად“ იქცა,...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...