აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკის” აგენტით მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

“აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დიდ ბრიტანეთში ჩვენი თვალით ვნახეთ “ნოვიჩოკის” მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის – საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სამართლის აღსრულებისთვის”, – წერს ბორის ჯონსონი ტვიტერზე.

დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

მათი ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა. ეს მომწამლავი ნივთიერება რუსეთში მზადდება.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი ამბობს, რომ რუსეთი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მისი თქმით, “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ–ში ამზადებენ. 

არანაირ თანამდებობებს არ გვთავაზობდა – ბობოხიძე სააკაშვილის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. "ფეისბუქი", "იუთუბი"...

არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს – კელი დეგნანი

"არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს "- განაცხადა, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა,...

ვიღას ახსოვს ბიძინა, ჯერ მიშაა დასამარცხებელი! – სალომე სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოსა და ენმ–ს შორის დაპირისპირებას ეხმიანება და...

“ოცნების“ სიაში არ ვიქნები – საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თავად მან და „ქართული ოცნების“ გუნდმა მისი...

რამდენი საწოლია ხელმისაწვდომი კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 თავისუფალი საწოლია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

აფხაზეთის მთავრობა ხაინდარავას ფილმს 200 ათასი ლარით დააფინანსებს

აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას "ღვინო და კინო"...

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 23 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო