აღმაშფოთებელია – სალომე ზურაბიშვილი რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

რუსულ მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში ვკთხულობთ, რომ რუსულ სამთავრობო მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-ისა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრო სახელისფლებო პროპაგანდისტულ პორტალზე, gosnovosti განთავსდა სტატია სათაურით – “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”.

„სტატიაში მოყვანილია არარსებული და გამოგონილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მისწერა ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა.

გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია.

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. "ფეისბუქი", "იუთუბი"...

არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს – კელი დეგნანი

"არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს "- განაცხადა, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა,...

ვიღას ახსოვს ბიძინა, ჯერ მიშაა დასამარცხებელი! – სალომე სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოსა და ენმ–ს შორის დაპირისპირებას ეხმიანება და...

“ოცნების“ სიაში არ ვიქნები – საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თავად მან და „ქართული ოცნების“ გუნდმა მისი...

რამდენი საწოლია ხელმისაწვდომი კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 თავისუფალი საწოლია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

აფხაზეთის მთავრობა ხაინდარავას ფილმს 200 ათასი ლარით დააფინანსებს

აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას "ღვინო და კინო"...

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 23 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000...

ევროპულ საქართველოს სიის დაკომპლექტება და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი შევთავაზეთ – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ საერთო სიის დაკომპლექტება და...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო