აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი არის გზავნილი, რომელიც ძვირად დაუჯდება ივანიშვილს, თუ გონს არ მოვა – ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სერიოზული გზავნილია, რომლითაც ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გზავნილი ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს, თუ არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს.

„პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საუბარია არა დახმარების გაზრდასა და წახალისებაზე, არამედ დახმარების შეჩერებაზე, ეს მესიჯი ხელისუფლებისთვის კატასტროფული უნდა იყოს, თუ ოდნავ გონიერების ნატამალი აქვთ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამ მესიჯს ძალიან კარგად გააცნობიერებს, რადგან ეს მესიჯი ფულს ეხება და მისთვის ნათელია, რომ თუ საუბარია ქვეყნისთვის დახმარების შემცირებაზე, ასევე, შეიძლება ძალიან მოკლე ხანში სანქციები დააწესოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პირველ რიგში, ხელისუფლება გონს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოეგოს. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ჩემზე, თქვენზე, ქვეყანასა და ხალხზე იფიქრებს და გული აუჩუყდება, მაგრამ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიხვდნენ, რას ნიშნავს აშშ-ს მხრიდან 15%-ით დახმარების შემცირებაზე სიტყვით და მესიჯის გამოგზავნაც კი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიახ, ჩვენი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ მათ არაეფექტურობაზე, ფეოდალურ მმართველობაზე, არადემოკარტიულობაზე, არჩევნებისთვის საფრთხის შექმნაზე, კორუფციასა და ასე შემდეგ, ყველა ეს პრეტენზია ხელისუფლების მისამართით აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ, თუ ხელისუფლებას შეეძლო, მეტ-ნაკლებად ოპოზიციის და საკუთარი მოსახლეობის იგნორირება, ახლა ძალიან გაუჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მესიჯის უგულვებელყოფა. ეს არის გზავნილი, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს თუ გონს არ მოვა, არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს და არ უზრუნველყოფს ერთპიროვნული მმართველობის ნორმალური, სამართლიანი, მრავალპარტიული მმართველობით შეცვლას“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

“ჩვენი მოკვლევით საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია“–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება,...

საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს – ჯანმო

მტკიცებულება საკვების მეშვეობით COVID-19-ის გადაცემის შესახებ არ არსებობს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის პროგრამების...

ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვაზე გაფრთხილება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგანშეტყობინება არ მიუღია ,- აცხადებენ  სურსათის...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ხვალ ირაკლი შოთაძეს შეხვდება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება. როგორც ბაჩალიაშვილის დედა განმარტავს,...

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონი დღეს გაიმართა. „2020...

შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა

გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ, მისმა მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა.  პროკურორ...

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია...

რეალურად, რეიტინგი 60%-მდე გვაქვს – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" რეალური რეტინგი 60%-ია. ამის შესახებ მდინარაძემ "რუთავი 2"-ის...

სხვა სიახლეები

ახალციხის სასამართლოსთან სავარაუდოდ მარიხუანა იზრდება

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მარიხუანა იზრდება. მცენარის ათობით ძირი ადგილზე "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროკომენტარს არ აკეთებს.

ჯანმრთელობა

მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს...

შოუ ბიზნესი

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე

44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა....

ვიდეო