აშშ–ს საელჩო საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება.

ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია.“–ნათქვამია განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა...

მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება – ლინკევიჩუსი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება.ამის შესახებ...

სოხუმში ამბობენ, რომ გრიპის 10 000 ცალი ვაქცინა UNICEF-ისგან მიიღეს და არა საქართველოსგან

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გრიპის 10000 ცალი ვაქცინა საქართველოსგან არ მიუღიათ და მათ ...

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

ხვალიდან, 3 დეკემბრიდან, 24 დეკემბრის ჩათვლით 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება. შემოსავლების სამსახუხურის...

“ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა“–ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილს იხენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და მათ მეგობრობას...

პარტიების პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. "პარლამენტში შესვლას რაც შეეხება,...

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013"...

არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან – დეკანოზი თამაზი მეუფე ნიკოლოზზე

"არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"- დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი ნიკოლოზისთვის iPhone 12 Pro-ს...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო