ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან და იმედი გაუცრუვდა- ივანიშვილი

დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია, – ამის შესახებ ნათქვამია,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში.

,,კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისათვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა. ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ წერიშლი.

გირჩი – მეტი თავისუფლება: ღია სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის “პოსლეზე” გაჯარიმებენ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" აცხადებს, რომ პოლიცია ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის...

მივიდა იქ, სადაც უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია – დეკანოიძე ელისაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა...

სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო – აშშ-ს საელჩო სტრასბურგზე

აშშ–ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს მკაფიოდ საქართველოს...

“არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა“ – სანდო ბარამიძე...

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ...

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ – ისინი თალაკვაძეს ხვდებიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე...

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, 22 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა...

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 636 პაციენტი კი...

ოპოზიცია რომ არ იყო ელისაშვილი, მე ყოველთვის ვიცოდი – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წევრი არასდროს იყო. "ჩვენი,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო