გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა – სააკაშვილი ბათუმში შეკრებილებს მიმართავას

“ჩვენ დღეს არ გვაქვს ბრძოლის შეჩერების უფლება, ბრძოლის დამთავრება და გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული”  – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, ვერ წარმოიდგენთ როგორ მადგება ცრემლები, როდესაც ვუყურებ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს ბათუმს, ჩემი, ლევან ვარშალომიძის და თითოეული თქვენგანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, როცა ვუყურებ იმ აღმშენებლობას, რომელიც ჰქონდა საქართველოს და განაცვიფრა მთელი მსოფლიო. მე მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, შემოვლილი მაქვს მთელი შავი ზღვისპირეთი, ვმართავდი შავი ზღვისპირეთს მეორე მხარეს, ოდესის ოლქს და ძალიან ბევრ სხვა ადგილას ვარ ნამყოფი და არაფერი არ არის ბათუმის ტოლი. არავის არ გაუკეთებია ასეთი დიდი აღმშენებლობა, არავის არ მიუღწევია ასეთი წარმატებისთვის, როგორც ჩვენ მივაღწიეთ იმ რამდენიმე ისტორიულ წელიწადში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. მე ძალიან ვამაყობ თქვენით, რომ ერთ მუშტად ხართ შეკრული. ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების დრო, ბევრი ჩვენი ადამიანის გამო, რომელიც დაგვაკლდა დღეს, რომელიც დაიჩაგრა, რომელმაც ყველაფერი გასწირა იმისათვის, რომ საქართველო დამდგარიყო ისევ ფეხზე. ჩვენ დღეს არ გვაქვს უფლება ბრძოლის შეჩერების, ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდევ გაძლება, ცოტა მეტი ერთიანობა, ცოტა მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან. საქართველოში აუცილებლად გათენდება, დაინგრევა ტყუილის კოშკები და საქართველო დაიწყებს ისევ აღმშენებლობას, განვითარებას და ისევ წავა წინ, მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“43 მძევალი გათავისუფლებულია“–შსს–ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტორო ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას...

“მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის“–ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან...

კადრები: როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკის შენობას მძევლებთან ერთად

ვრცელდება ტერორისტების შენობიდან გამოსვლის კადრები, რომლებიც შემდგომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მიდიან ავტომანქანით დაუდგენელი მიმართულებით ზუგდიდში,...

თავდამსხმელის 3 მძევალს შორის ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია

ზუგდიდში, თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მძევლებიდან ერთერთი სავარაუდოდ...

3 მძევლთან ერთად გამტაცებელი გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში, შეიარაღებული თავდამსხმელის...

მძევლის ინფორმაციით, შსს-მ თავდამსხმელს ფული მიუტანა, მძევლად კი 3 ადამიანი რჩება

ზუგდიდში, ბანკის შენობაში მყოფი ერთერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, შსს–ს წარმომადგენელმა მოთხოვნილი თანხა თავდამსხმელს...

დმანისში, ჩვენს ოფისთან გაისროლეს, ადამიანები არიან დაჭრილები – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დმანისში, ოცნების ოფისთან სროლა იყო, რის შედეგადაც...

მივმართავ პარტიებს, დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პარტიებს მოუწოდებს, დაძაბულობა ხელოვნურად არ...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო