“გამოძიება ხელისუფლებას არ უნდა ექცია აღვირახსნილი პროპაგანდის საგნად“–გია ხუხაშვილი “გარეჯის რუკების“ საქმეზე

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებას ექსპერტი გია ხუხაშვილი სარისკო გადაწყვეტილებად თვლის:

“უნდა ამოვდიოდეთ იმ ინტერესიდან, რომ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის არ ითვლება კვადრატული მეტრებით და დოლარებით, არამედ განუზომელი და შეუფასებელია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა საბუთი უნდა მოვიძიოთ ამის დასამტკიცებლად. უფრო მეტიც, რომც ვერ მოვიძიოთ, უნდა შევძლოთ და ვიპოვოთ ისეთი კომპრომისი ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის.

შესაბამისად, აქ პრობლემა არც რუქებშია, არც დემარკაციაში და არც თუნდაც გამოძიებაში.
პრობლემა ახლანდელ კონტექსტში, ფორმაში და შესაბამის ნარატივშია.


როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიღაცამ “გაყიდა” ქართული მიწები, ე.ი. ვამბობ
რომ აზერბაიჯანმა იყიდა, ანუ უკანონოდ მიიტაცა.


ეს ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც აზერბაიჯანს აქვს სასტიკი ომი სწორედაც რომ, საკუთარი მიწების დასაბრუნებლად.


ისმის კითხვა – ვის წისქვილზე ასხამს ეს ვითარება წყალს?


პასუხი მარტივია – რუსეთის, რომელიც ამ ომში არის მხარე და დაინტერესებულია:
1. საქართველოში ანტი-აზერბაიჯანული განწყობების შექმნით.
2. აზერბაიჯანში ანტი-ქართული განწყობების შექმნით.
3. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვით.

როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება?


ნებისმიერი ქმედება, მათ შორის გამოძიებაც უნდა დაეტოვებინა სამუშაო ვითარების ფარგლებში და არ ექცია აღვირახსნილი პროპაგანდის საგნად, შიდა, თუ გარე პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. უკიდურეს შემთხვევაში, გადაედო, სანამ ყარაბაღში ცხელი ომის ფაზა დასრულდებოდა.


უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმით წარმართული პროცესი ხელს კი არ უწყობს პრობლემის გადაჭრას, პირიქით, აზიანებს და სერიოზული რისკების გენერაციას უწყობს ხელს.
დასკვნა – ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას – საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრას…

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინათ.

როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, თუმცა ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

„დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – განაცხადა სადრაძემ.

საგარეჯოში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

აგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს სიახლოვეს ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის...

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთისის ტორპედოს ორ ფეხბურთელსა და ორ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბში...

შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო...

წაღებულია ტკბილეული, სიგარეტი, ჩარიცხვის აპარატი – ლაგოდეხში ორი მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს...

მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ -გამყრელიძე Covid-ის მართვაში სტუდენტების ჩართვაზე

" მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ"- NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პანდემიას...

პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება – გამყრელიძე

ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური...

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ – ტიკარაძე

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს...

რაც უფრო მეტი იქნება წესების დაცვა, ნაკლებად მოგვიწევს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება –...

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო