გარდაიცვალა ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე.

თსუ მის ოჯახისა და სტუდენტების მიმართ მწუხარებას გამოთქვამს.

“ბატონი თამაზ გამყრელიძე იყო საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევარი, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეროვნული და უცხოური ჯილდოს მფლობელი.

თამაზ გამყრელიძემ ფილოლოგთა მრავალი თაობა აღზარდა და გაუკვალა გზა. უაღრესად მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების საქმეში. როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, ბატონ თამაზს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

საამაყოა, რომ მისი სამოცდაათწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტს უკავშირდება. ალმა-მატერის წინაშე გაწეული თავდაუზოგავი ღვაწლისათვის თამაზ გამყრელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებს, მთელ საქართველოს”,– წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ესპანეთში 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს

23 თებერვალს, ესპანეთში, 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ  ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის...

მთავარი არხი აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა

ტელეკომპანია, "მთავარი არხი" აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა. ჟურნალისტური...

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო “პატრიოტთა ალიანსის” გორის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი...

ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია – ბოკერია

"ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია"- ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ვოკერია,...

იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა...

სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია ლიმიტების მომატება – არასამთავრობოები

"სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია სიჩქარის ლიმიტების მომატება "- ასე ეხმაურებიან...

“გაუქმდეს კომენდანტის საათი” – 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ

"გაუქმდეს კომენდანტის საათი" - დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ...

ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე მოხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება  მარტის ბოლომდე მოხდება....

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო