გარემოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება თბილისში, ლილოსა და ვაგზლის ღია ბაზრობების მოვაჭრეთა მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეთა მიმართ საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის მეტად ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

“კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმედ აისახა ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ხშირად ყოველდღიური ნავაჭრი შეადგენს. მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების უფლება, დიდი სავაჭრო მოლებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობებზე დასაქმებულ მოვაჭრეებს მცირე ვადითაც არ მიეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ დახურული სივრცეებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობები ვირუსის გავრცელების შედარებით დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, კითხვის ნიშნებს აჩენს ბაზრობების დახურვის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ამგვარი არათანმიმდევრული მიდგომებით გარემოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას და მოქალაქეებს სოციალური პროტესტისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც  სოციალური დახმარებების ბუნდოვანი პოლიტიკა მოვაჭრეების დიდ ნაწილს სრულიად დაუცველს ტოვებს არსებული ეკონომიკური კრიზისის წინაშე”,– წერია EMC–ის განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტბს მოუწოდებს:

  • ღია ბაზრობების ადმინისტრაციებისა და მოვაჭრეთა მონაწილეობით იმსჯელოს მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე და მიიღოს ყველა ზომა მათი ეკონომიკური საქმიანობის თუნდაც დროებითი აღდგენის შესაძლებლობებზე.
  • ღია ბაზრობებზე დასაქმებული პირების მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გაამარტივოს ერთჯერადი დახმარებების გაცემის პროცედურა და ის ხელმისაწვდომი გახადოს თვითდასაქმებულთა დიდი ჯგუფებისთვის.
  • ჩაერთოს მოვაჭრეებს, ღია ბაზრობების ადმინისტრაციებს და მთავრობას შორის გამართულ მოლაპარაკებებში და მუნიციპალური სამსახურების მობილიზების მეშვეობით უზრუნველყოს დაწესებული რეგულაციების აღსრულების მხარდაჭერა.

ცნობისთვის, დღეიდან სავაჭრო ცენტრებს გახსნის უფლება მიეცა, თუმცა დაკეტილი დარჩა ღია და დახურული ბაზრობები, გარდა აგრარული ბაზრებისა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი....

საქართველოში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა...

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრმ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული...

ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება, ისინი ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში – ხვიჩია

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით,  "ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება" და ისინი მასზე ადრე შევლენ...

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო