პარასკევი, 30 ოქტომბერი , 2020, 02:54

გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას – რაგბის კავშირის განცხადება

გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას – საქართველოს რაგბის კავშირი 16 სექტემბერს, რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“სააქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მითუმეტეს – რაგბის დიდ ოჯახში, რადგანაც იგი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობის დამკვიდრებულ წესებს.

გულწრფელად ვუსურვებთ რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას და სათამაშო მოედანზე დაბრუნებას. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად და დროულად დაადგენენ სიმართლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ს ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან აღმოუჩინა ქართულ რაგბს იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ურთულეს პირობებში მოძიებული იყო თანხა სარაგბო კლუბებისთვის შიდა ჩემპიონატების დასაწყებად. საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად,  საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასში“ – ესაა ქართული რაგბის დიდი აღიარება და მრავალი თაობის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით „ექვსი ერის“ მესვეურებს ამ გადაწყვეტილებისთვის და“ მსოფლიო რაგბის“ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ.

სამწუხაროდ, ამ წარმატებების და წინსვლის ფონზე, ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საერთო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშნვის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ თორნიკე გოგებაშვილს და ვფიქრობთ რომ მას, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს უნდა მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მითუმეტეს, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი, 16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გორთან ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასტრულდა ავტოავარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე. გორთან, სამარშუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ადგილზე...

საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება – ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატთა გუნდი 31 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება. "ჩვენთვის და...

ცუდს ვერაფერს ვხედავ – ზაალ უდუმაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარის შესახებ, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ "- ასე აფასებს, ნაციონალური...

იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ -ბუბა კიკაბიძე რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისას სიმღერა...

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ – კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

"არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული...

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია – ჟორჟოლიანი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია "- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება -სააკაშვილი

"გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება "- ამის შესახებ, საქართველოს...

ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – სენატორი რიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო