დავაკევეთ 4 პირი, რომლებმაც “ოცნების” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი სცემეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 4 პირი, რომლებმაც, ქართული ოცნების წევრს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, შემდეგ კი სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს

ნიკა მელია 42,38%, ლევან კობიაშვილი 43,98% – დათვლილია ხმების 33.45%

პირველადი მონაცემებით, გლდანის ოლქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს თითქმის თანაბარი შედეგები...

ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი 51-ია, ყველა ქალაქსა და რაიონს ვიგებთ – კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51%...

ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს – ხოშტარია წინასწარ შედეგებზე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ...

ოცნება – 54,72%, ენმ – 23,61%, ევროპული საქართველო – 3,99% – ცესკომ ხმების 28.2%...

უბნების დახურვიდან 7 საათზე მეტის გასვლის შემდეგ, ცესკო საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებს აქვეყნებს. დათვლილია...

ფიზიკური დაპირისპირება, ამომრჩევლის ნების კონტროლი – ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დღევანდელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის ბოლო ანგარიში...

ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ – კობახიძე მელიას პასუხობს

"ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ"- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ფიქრობს...

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევებზე გამოძიებას ვითხოვთ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, დღეს, მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. მთელი დღის განმავლობაში ომბუდსმენი...

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები – IPSOS-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები

Ipsos Global-ის ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია, სადაც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ხმების გადანაწილებაა ასახული. ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო