დაფიქსირდა Covid19-ით განმეორებით დაინფიცირების შემთხვევები.დაავადების გადატანა იმუნიტეტის გამომუშავებას ყოველთვის არ ნიშნავს

აშშ–ს ნევადის შატატის 25 წლის მცხოვრებმა ორჯერ გადაიტანა კორონავირუსი – აპრილში და ივნისში. ამის შესახებ   ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი

ამჟამად ახალგაზრდა კაცი ჯანმრთელია, მაგრამ მისი შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანში მყარი იმუნიტეტის გამომუშავების იმედებს.

მეორე ჯერზე დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა, ვიდრე თავიდან. პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ჟანგბადის უკმარისობის გამო.

მას არ ქონია თანმდევი დაავადებები ან იმუნიტეტის პრობლემაბი, და არაცერთი პარამეტრით არ ხვდებოდა პოტენციურ მძიმე ავადმყოფთა რისკჯგუფში.

ვირუსების გენეტიკური კოდის შედარებითი ანალიზის მონაცემებით ამ შემთხვევაში საქმე ქონდა სწორედაც რომ ხელმეორედ დაინფიცირებას და არა იმავე დაავადების რეციდივს.

“ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გადატანა არ გვაძლევს გარანტიას, რომ ადამიანი განმეორებით არ დაინფიცირდება“ – ამბობს ნევადის უნივერსიტეტის დოქტორი მარკ პანდორი.

მისი თქმით, ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი ბანა მათთვისაც აუცილებელია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.

მეცნიერები კვლავ მუშაობენ კორონავირუსისადმი იმუნიტეტთან დაკავშირებულ რთულ საკითხებზე. რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი? ყველა ერთნაირად გამოიმუშავებს თუ არა მას, მათ შორის ისინიც, ვინც ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა?

ამ კითხვებზე საბოლოო პასუხები ჯერ არ არსებობს.

თუმცა, განმეორებითი დაინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევები ძალიან ცოტაა – 37 მილიონიდან ერთეულები.

ჰონკონგში, ბელგიაში, ნიდერლანდებში განმეორებითი დაავადება პაციენტებში ზუსტად ისე მიმდინარეობდა, როგორც თავდაპირველი. მხოლოდ ერთი ადამიანი – ეკვადორის მოქალაქე აღმოჩნდა მეორე ჯერზე უფრო მძიმე პაციენტი, ვიდრე პირველი დაინფიცირებისას, თუმცა საბოლოოდ ჰოსპიტალიზაცია მას არ დასჭირვებია.

 

 

საგარეჯოში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

აგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს სიახლოვეს ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის...

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთისის ტორპედოს ორ ფეხბურთელსა და ორ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბში...

შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო...

წაღებულია ტკბილეული, სიგარეტი, ჩარიცხვის აპარატი – ლაგოდეხში ორი მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს...

მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ -გამყრელიძე Covid-ის მართვაში სტუდენტების ჩართვაზე

" მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ"- NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პანდემიას...

პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება – გამყრელიძე

ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური...

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ – ტიკარაძე

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს...

რაც უფრო მეტი იქნება წესების დაცვა, ნაკლებად მოგვიწევს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება –...

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო