დეგრადირებული, მობეზრებული ადამიანების სია – კობახიძე ენმ-ძალა ერთობაშიას სიაზე

ირაკლი კობახიძე ენმ–ძალა ერთობაშიას სიას აფასებს და ამბობს, რომ “დეგრადირებული” და “მობეზრებული” ადამიანების სიაა.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. ეს არის გაუმართავი და განუახლებელი სია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არავითარი განახლების რესურსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას”,– ამბობს ირაკლი კობახიძე.

ოცნების მესამე ნომერი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას ფაშიზმს ადარებს და ივანიშვილის მის ხშირ გახსენებას ამით ხსნის.

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის აბსოლუტურად მძიმე ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იყო დაფუძნებული ძალადობასა და სიცრუეზე, იმისთვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს . 1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, თუ რა მძიმე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ისინი ფორმებით არ განსხვავდებოდნენ, მათი საქმიანობის ფორმებიც ძალადობა და სიცრუე იყო”,– ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ბლოკმა საარჩევნო სია წარადგინა. 

ლარი კვლავ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2222 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი...

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, ნაფიცი მსაჯულების მიერ...

თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად,  სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად  შეასრულონ საბანკო ოპერაციები. თიბისის...

პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2020 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა. ყოველწლიური...

ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი, მან თქვა, საკმაოდ მხნედ ვარო – სოსო ფხაკაძე

დღეს პრემიერი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. "ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის...

პარლამენტის ადმინისტრაციის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, მიშა ფეიქრიშვილს  კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესხებ ის სოციალურ ქსელში წერს. "მადლობა მეგობრებო...

ჩვენ ყველანი ვივლით ევროპაში შოპინგზე და არა კალაძე და მისი ცოლი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი კაპანაძის წარდგენისას ადგილზე შეკრებილ...

კორონავირუსის გამო საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი კვლავ გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ...

სხვა სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. კობახიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც...

ჯანმრთელობა

“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო