დემოკრატების და რესპუბლიკელების გადამწყვეტი ბრძოლა: დღეს გაირკვევა, ვინ მოიპოვებს კონტროლს აშშ–ს სენატში

სამშაბათს ერთადერთმა ამერიკულმა შტატმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა. ჯორჯია სენატში ორ უკანასკნელ ვაკანტურ ადგილს შეავსებს. და თუ ერთი რესპუბლიკელი მაინც აირჩიეს ხელახლა, ტრამპის პარტია დამამშვიდებელ პრიზს მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ და ამერიკის პარლამენტის მთავარ პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებს.

თუ დემოკრატები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაიმეორებენ და ტრადიციულად რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატს კიდევ ერთხელ მოიგებენ, ისინი სრულ კონტროლს იღებენ: თეთრ სახლზე, სენატზე და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ბაიდენს ხელფეხი არ ექნება შეკრული რესპუბლიკური სენატით და შეძლებს გაატაროს არა ფასადური, არამედ ფუნდამენტური რეფორმები. ამისათვის პრეზიდენტის ბრძანებები არასაკმარისია. საჭიროა კანონების შეცვლა, ეს კი კონგრესში უნდა მოხდეს.

თუ რესპუბლიკელები თუნდაც მინიმალურ, მაგრამ მაინც უმრავლესობას შეინარჩუნებენ სენატში, მათ დემოკრატების საკანონმდებლო მოღვაწეობის პარალიზება შეუძლიათ. ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს ტრამპს მემკვიდრეობა ნაბიჯ–ნაბიჯ შეცვალოს და არა ერთბაშად.

საკუთარი ბრძანებებით და თეთრი სახლის განკარგულებებით ბაიდენს ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა და ტრამპის ზოგიერთი გადაწყვეტილების შეცვლა, მაგალითად პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებიდან გამოსვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

თუმცა, სენატის მხარდაჭერისა და კანონების შეცვლის გარეშე პრეზიდენტ ბაიდენის ნებისმიერი რეფორმა ისეთივე ხანმოკლე და მყიფე იქნება, როგორც ტრამპის ნოვაციები, რადგან მათი შეცვლა შემდეგ პრეზიდენტსაც ზუსტად ასევე შეეძლება.

სწორედ ამიტომ ჯორჯიის ორ ოლქში სენატორების არჩევნები არა ადგილობრივ–რეგიონული, არამედ საერთო ნაციონალური მაშტაბის მოვლენა აღმოჩნდა.

ორივე პარტიის მთელი საარჩევნო არსენალი ამ შტატში სენატორის არჩევნებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. კანდიდატებს პირადად უწევდნენ აგიტაციას ტრამპიც და ბაიდენიც.

რატომ ისევ არჩევნები და ამდენი ხმაური?

საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენს ხმა მისცა 7 მილიონი ამერიკელით მეტმა, ვიდრე ტრამპს. და მან ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ.  ტრამპი დამარცხებას კვლავ არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მას არჩევნები მოპარეს. თუმცა, მტკიცებულებების არ აქვს. მისი მცდელობები საქმე სასამართლოში მოეგო, ჩავარდა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვრისთვის არის დანიშნული. 6 იანვარს კი კონგრესმა ბაიდენის სასარგებლოდ კენჭისყრის შედეგები უნდა დაამტკიცოს. როგორც წესი, ეს ფორმალობაა, თუმცა ათობით რესპუბლიკელი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის წევრი აპირებს ხმა წინააღმდეგ მისცეს, რამაც შეიძლება ბაიდენის გამარჯვებას უპრეცედენტო ჩრდილი მიაყენოს.

ინაუგურაციის წინ ჯორჯია კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის საბაბი. კვირას გამოქვეყნდა აშშ–ს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი შტატის სახელმწიფო მდივანთან, რომელშიც ტრამპი მისგან მოითხოვს ხმების გადათვლა მის სასარგებლოდ მოხდეს. სამშაბათს კი ამ შტატში გადამწყვეტი ბრძოლა უკვე სენატისთვის იმართება.

კონგრესის მთავარ პალატაში სულ 100 ადგილია. აქედან 50-ს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. დემოკრატებს 48 ხმა აქვთ. ორი სენატორის ბედი კი სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება. თუ დემოკრატები ამ ორ ხმას მოიპოვებენ, 50/50–ზე განაწილების დროს გადამწყვეტი ხმა ვიცე–პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ექნება. ამგვარად, დემოკრატები უმრავლესობას მიიღებენ.

ასეთი მცირე უპირატესობა ფუნდამენტური რეფორმებისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა ეს უკეთესი იქნება, ვიდრე  რესპუბლიკური სენატის პირობებში დემოკრატი პრეზიდენტის საქმიანობა.

ძალთა განლაგება 3 ნოემბერს უნდა გარკვეულიყო, როცა პრეზიდენტთან ერთად ამერიკელებმა სენატის მესამედი და წარმომადგენელთა მთელი პალატა აირჩიეს, თუმცა მოხდა წარმოუდგენელი რამ: ჯორჯიის შტატის კუთვნილი ადგილები თავისუფალი დარჩა.

ჯორჯიაში სხვა ბევრი შტატისგან განსხვავებით სენატის არჩევნებში გასამარჯვებლად 50% პლიუს ერთი ხმაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.

რესპუბლიკელმა სენატორებმა – დევიდ პერდიუმ და კელი ლეფლერმა ვერ შეძლეს საჭირო ხმების მოგროვება და მეორე ტურში გავიდნენ, სადაც მათ ორი დემოკრატი უპირისპირდება: გამომძიებელი ჟურნალისტი ჯონ ოსოფი და პასტორი რაფაელ უორნოკი.

ვინ გაიმარჯვებს?

ჯორჯია როგორც წესი რესპუბლიკელების შტატია, დემოკრატებს აქ უკვე რამდენიმე ათწლეულია არ გაუმარჯვიათ, თუმცა ტრამპმა და ცვალებადმა დემოგრაფიამ შტატი მოყოყმანეთა რიცხვში გადაიყვანა.

მართალია აქ ბაიდენმა ტრამპს  მცირედი უპირატესობით მოუგო, თუმცა კონგრესის არჩევნებში გამარჯვება უფრო რთული იქნება.

ხმის მიცემა შტატში უკვე დიდი ხანია დაიწყო. ხმების დათვლა კი ადგილობრივი დროით სამშაბათს საღამოს დაიწყება. საბოლოო შედეგი ალბათ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გამოკითხვების მიხედვით ბრძოლა რთული იქნება.

2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს, რა კაი იყო თქვენ დროს სამართლიანი პროკურატურა და სასამართლო-...

'' 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს, რა კაი იყო თქვენ დროს სამართლიანი პროკურატურა''- "მთავარი არხის"...

პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება – მამუკა ხაზარაძე

"პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება "- ამის შესახებ პარტია "ლელოს"...

პატიმრები გვემუქრებიან და ითხოვენ, ომბუდსმენმა ციხეებში ვიზიტები შეწყვიტოს – ლომჯარია

''პატიმრები გვემუქრებიან და ითხოვენ, ომბუდსმენმა ციხეებში ვიზიტები შეწყვიტოს''- სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2021 წლის...

ბიზნესი ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს – 6 პუნქტიანი გეგმა

ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. კერძო სექტორის გარკვეული დარგები...

ტაქსის მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება...

“სამედიცინო სექტორი მძიმე კრიზისშია“–კლინიკები კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრს კლინიკები წერილით მიმართავენ და მასთან შეხვედრა ითხოვენ.მიზეზი  სამედიცინო სექტორში მძიმე კრიზისია.  კლინიკებს...

2020 წელს საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "სამწუხაროდ, ბოლო 24...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო