დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ფაქტზე შსს-მ მისი ნათესავი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის გამო მისი ნათესავი – 1985 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.

დანაშუალი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს ხელისუფლებამ უნდა გაგვამხნევოს – სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი. "...

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ კარტოგრაფები – აქტივისტები საგარეო უწყებასთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას...

კოქტეილი –ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი  ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა...

“იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლები დაავადებები: ონკოლოგიური...

საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო...

ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მეგობრებო, მეც...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500 00 ლარი გამოიყოფა – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარი მილიონი გამოიყოფა. მისივე განცხადებით,...

ყოველდღე 10 მლნ-ით ვიზარალებთ, 15 დეკემბრიდან მოგვეცით მუშაობის უფლება – 6 მოლი მთავრობას

სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ლოკდაუნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ....

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო