დღეს ხელისუფლებამ უნდა გაგვამხნევოს – სოსო ფხაკაძე

“ვისოლ ჯგუფისა” და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი.

” ყოველ დილას ჩემს ასისტენტს ვამხნევებ, ჩემს თანამშრომლებს ვამხნევებ, მერე სავაჭრო ორგანიზაციაში დავდივარ… ყოველთვის ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა მქონდეს. წარმოიდგინეთ, 2-3 ათასი შემთხვევაა კორონავირუსის და ამ შემთხვევაში თუ ბიზნესმენმა ხელისუფლება გაამხნევა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მხნედ უნდა ვიყოთ ყველა და უნდა გადავრჩეთ. დღეს, რასაკვირველია, აქეთ არის ბიზნესი გასამხნევებელი და უნდა გაამხნევოს ხელისუფლებამ და ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს…”,- ამბობს ფხაკაძე ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, დამატებითი შეზღუდვები ბიზნესისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეკონომიკა აღდგება.

“ბიზნესი სწორად აცნობიერებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და ღირებულია. ძალიან ახლოს მოვიდა კორონა თითოეულ ჩვენგანთან. ძალიან რთულია, რომ ასეთ დროს თქვა, მოდით, გავავლოთ ხაზი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის. ეს არის ურთულესი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, ძალიან დავზარალდებით, მაგრამ ალბათ როდესაც სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე, ჩემთვის ძალიან რთულია, რამე ვთქვა, გარდა იმისა, გადაწყვეტილება უნდა მიიღო იმ ეპიდსიტუაციაზე დაყრდნობით, რაც არის ქვეყანაში”,- ამბობს ფხაკაძე.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ გახარია გაამხნევა, პრემიერმა კი უპასუხა, რომ მხნედ არის.

 

 

მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ – ტიკარაძე

"მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ " - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე...

ICOMOS-მა ხადას ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ ICOMOS-მა რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ...

ამხელა ქალაქის მერი ვარ – კალაძის პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი

"ამხელა ქალაქის მერი ვარ"- ასე პასუხობს,  თბილისის მერი, კახა კალაძე კითხვას თუ რატომ არ...

ივანიშვილს სიკეთის კეთება სისხლში აქვს, ასეთ ადამიანს გავლენები ექნება – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სიკეთის კეთება "სისხლში აქვს". "ბიძინა...

ლაპარაკს ვითხოვთ, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილსაც დავუკავშირდები – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისგან მხოლოდ საუბარს ითხოვს, ამიტომ...

გამყრელიძე აცხადებს, რომ Covid-19-ზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება

"ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა გაჯერდეს"- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან...

Home Alone-დან ტრამპის ამოჭრის იდეას მაკოლეი კალკინიც იზიარებს

ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმის, „მარტოს სახლში “ მთავარი როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი სოციალურ ქსელში...

კეთილი ზღაპარია, ამის მიღწევა შეუძლებელია – ჯაფარიძე გირჩის ინიციატივაზე

"გირჩი–მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გირჩის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტიც...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

ნახეთ მირანდა ქერის ფეხის მასაჟი, რომლითაც ის ჯანმრთელობას და სილამაზეს ინარჩუნებს

Victoria's Secret–ის ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ორგანული კოსმეტიკის ბრენდის, KORA–ს დამფუძნებელი, მირანდა ქერი მისი ლამაზი ფეხების საიდუმლოს ამხელს. პირველი: გოგონა რეგულარულად ვარჯიშობს. ის ინსტაგრამზე...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო