ეგ უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი? – უგულავა ღარიბაშვილზე

“ეგ უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი? “-  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მე შეგნებულად ამ საქმეს არ დავარქმევ დავით გარეჯის საქმეს. ესაა კარტოგრაფების საქმე, მსგავსი ექიმების საქმესა და სხვა ასეთი ტიპის საქმეებისა, რომლებსაც სტალინის ეპოქის სუნი ასდის. პირველი და მთავარი, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის მთავრობა დღეს თქვენ გატყუებთ, აბსოლუტურად უსისხლძარღვოდ და უსინდისოდ. საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზი გარეჯის მონაკვეთში დამტკიცებული არაა, შესაბამისად, რაც არ უნდა მოემოქმედათ ილიჩოვას ან მელაშვილს, ვინაიდან ეს დამტკიცებული არაა, დანაშაულზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.

ყველა, ვინც გარეჯზე ილაპარაკებს, არის ივანიშვილის პროპაგანდისტი ან შეგნებულად ან შეუგნებლად შეცდომაში შესული, ან შეგნებულად გამყალბებელი, როგორიცაა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ წამოწყებული ეს უსუსური, უგვანო და მავნებლური კამპანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიპეტიებს ეხება, საშვილიშვილოდ და საბოლოოდ გვაკარგვინებს აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკების შანსს, რომ დავით გარეჯის მთლიანობა დაცული იყოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს ილჰამ ალიევს რომ დაებარებინა პროკურორი და ეთქვა, ერთი გაარკვიეთ იქ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია რაღაცებს ურევს, რა რეაქცია იქნებოდა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებში? ახლა სარკისებურად გადათარგმნეთ რა ხდება აზერბაიჯანში და როგორ უყურებენ ამას აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ესაა სიბინძურე იმისთვის, რომ არჩევნებში ჩაფლავებულმა, ჩასვრილმა „ქართულმა ოცნებამ”, ეკონომიკის დამანგრეველმა „ქართულმა ოცნებამ”, იმ ყველაფრის გადასაფარად, რაც ქვეყანაში ხდება, ამ სახელმწიფოს მოღალატეებმა, უტვინოებმა წამოიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი საქმე. ის ლამა რომ არის, ყელმოღერებული ლამა, ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?“,-აღნიშნა უგულავამ.

წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა – ვაშაძე კობახიძეს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოცნების გენერალურ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, სახლში წავიდეს. "სად გაგიგიათ...

მე თუ მოვიგე, კობახიძე რჩება! ვაშაა – ელენე ხოშტარია კობახიძის დაპირებაზე

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის დადებულ...

ფოთში ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერის 2 პროცესორი მოიპარეს

ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის თქმით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. მისივე ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ,...

“არ წახვიდე, არ დამტოვო” – ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს

"არ წახვიდე, არ დამტოვო" - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი  ნიკა მელია “ქართული...

ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი რწმენა – ვოლსკი

დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ქართული ოცნება რწმენა "სიყვარულით და...

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას “ქალაჩუნა” უწოდა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,  "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს,...

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ “პირველის” ჟურნალისტს ფარულად უსმენენ

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს ფარულად უსმენენ. ამის შესახებ, მან  "ქართული ოცნების" ...

შვილო, ბადრი, გამოდი, ჩაბარდი პოლიციას – ტარიელ ესებუა შვილს მიმართავს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა "კვირასთან" ინტერვიუში საკუთარ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო