ევროპარლამენტარების თავდებობით მელიას გათავისუფლება შეთანხმებას არ ეწინააღმდეგება – “ლელო”

“ლელოს” წევრები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, სადაც პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება ვრცელდება.

,,ლელო” განმარტავს

ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან.

მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: ,,ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს”

მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:

,,ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.”

აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ,,ლელომ”, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო “ისეთი ზომები” რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას.

კერძოდ : თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.
ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ,,ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგავს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი.”- ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამა ათინოგენე ლევან ვასაძეს: ქართველი დედაკაცები გმირები არიან

"საქართველოში რომ დედაკაცებმა ღირსების განცდის დაცვა იციან და მათ რომ შეუძლიათ ერთგულების განცდა, წელიწყვეტით...

წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლიან

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან....

კახიშვილი: ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, გამოვფხიზლდეთ

"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, ამიტომ ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს, სანამ...

შესაძლოა კახა კახიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვოს

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნება დატოვოს. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდიდან...

საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს: შესაძლოა, ტერორის მიზნით თქვენთან ზარი შემოვიდეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, შესაძლოა, ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერორის მიზნით დაურეკონ, ან შეტყობინება გაუგზანონ,...

თბილისის 60 ქუჩა, რომელსაც ხვალ 18 საათით წყალი შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე...

ჯაფარიძე: არიან პოლიტიკოსები, ვისთვისაც მომგებიანია, ხელახალი არჩევნები არ ჩატარდეს

"მთავარი კითხვა ახლა ოპოზიციურ ფლანგზე არის ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები...

ბარამიძე: რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე ამბობს, რომ მისი პარტია არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...