ეკლესიამ გადაჭარბებით შეაფასა თავისი ძალა და წააგო – გია ნოდია პანსიონზე

პოლიტოლოგი გია ნოდიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონის პრობლემა პოლიტიკური და მორალური პრობლემაა, რომელსაც გამოძიება სჭირდება.

“მაგრამ საკმარისი ვიცით ამის სათქმელად: ის, რაც აქ ხდებოდა, აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელია. ნორმალურმა საზოგადოებამ ეს არ უნდა მოითმინოს.

ოღონდ, როგორც ვიცით, ასეთი რამე – „საზოგადოება“, არ არსებობს. არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები: ეკლესია, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო, სახალხო დამცველი, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (გაყოფილი თავის სამოქალაქო და ანტისამოქალაქო ნაწილებად) და ა. შ. „საზოგადოებამ ვერ უნდა მოითმინოს“ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულმა აქტორებმა რაღაცა უნდა იღონონ. რომ იღონონ, ღონე უნდა ჰქონდეთ: საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტი ძალა, გამბედაობა, ენერგია, ჭკუა აღმოაჩნდება. ამიტომაა ეს პოლიტიკური საკითხი”,– წერს ნოდია.

მისი განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ისტორია ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება. ნოდიას აზრით, ეკლესიამ ამ ეტაპზე “წააგო”.

“ეკლესიამ გადაჭარბებით შეაფასა თავისი ძალა და, ამ ეტაპზე მაინც, წააგო. მას ეგონა, რომ შეუძლია „დაიკიდოს“ სახალხო დამცველი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ მთავრობა და „ხალხი“ მის მხარესაა. ვერ გათვალა. სასამართლომ გაბედა და ეკლესიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა. არ ვიცი, კონკრეტული მოსამართლის ვაჟკაცობაა ეს თუ მთავრობამ ფარული დასტური მისცა, მაგრამ ეკლესიისთვის ეს სერიოზული მარცხია.

ეკლესია, ჩანს, ვერ ხვდება, რომ ის სტრატეგიულადაც მარცხდება. მისი ძალა საბოლოოდ მორალურ ავტორიტეტზეა დამოკიდებული, ხოლო ბავშვებზე ძალადობა (მათ შორის სექსუალური) და ასეთი ძალადობისთვის ხელის დაფარება უმაღლესი იერარქების მიერ ისჯება მორალური ავტორიტეტის დაცემით. ვიცი და მესმის, ბევრ ადამიანს უფრო დიდი საერთო-სახალხო აღშფოთება უნდა. მაგრამ ასეთი რაღაცეები ერთბაშად არ ხდება. ეკლესიის ავტორიტეტის ეროზია დაწყებულია, ეს სკანდალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. საპატრიარქო ამას ვერავის დააბრალებს, გარდა საკუთარი თავისა”,– აღნიშნავს გია ნოდია.

პოლიტოლოგის აზრით, ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლება და “ანტისამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებაც” აგებს.

“ირაკლი კობახიძემ პირდაპირ გაგვანდო მისი ძირითადი მოტივი: მას ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა (არ დაუზუსტებია, რატომ: მის გარეშე არჩევნებს ვერ იგებს). შეიძლება, ურთიერთობა ამის შემდეგაც შეინარჩუნოს, მაგრამ გამოდის, რომ მთავრობა მაინც ვერ იცავს ეკლესიას. რთულ მდგომარეობაშია: როგორ გინდა, ბავშვის გაუპატიურებას ბოლომდე ხელი დააფარო. ორივესთვის, პარტნიორობის ფასი მცირდება.

ანტისამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებაც აგებს, რადგან მთავარი კოზირი – ეკლესიის როგორც მორალური ტრადიციების დამცველის მითი, თვალსა და ხელს შუა უქარწყლდება. ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ რომელი გამოდის ახლა „პიდარასტი“ (მათივე გაგებით)? ამიტომაც გააქტიურდნენ – მაგრამ რას აღწევენ?”,– წერს გია ნოდია.

ის ნინოწმინდის პანსიონის პრობლემის გადაჭრაში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის.

 

დადასტურდა COVID-19-ის 699 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:20 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან...

უპრინციპო, გაზულუქებული, რა უნდა პარლამენტში? – ვაშაძე ოქრიაშვილს პასუხობს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კრიტიკას. ოქრიაშვილმა თქვა,...

გახარია ცალსახად მესამე ძალაა, მის გარეშე ვერც ოცნება და ვერც ენმ ვერ გაიმარჯვებს –...

"გახარია ნამდვილად არის სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე და თავის ტკივილი ქართული ოცნებისთვის. ის არის ცალსახად,...

ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ არ გამზომეს – ბაქრაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ეხმიანება Edison Research-ის პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევას და განმარტავს, რომ...

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...