“ ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ “ქართულ ოცნებას„“–მოძრაობა “სირცხვილია“ შარლ მიშელის დოკუმენტზე

მოძრაობა “სირცხვილია“ ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ხელი მოაწერონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც გაჭიანურებული მოლაპარაკებების შემდეგ მან საბოლოო სახით კვირას შესთავაზა პარტიებს.

“საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.

გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს.
შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა. განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ.

ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს “კომპრომისად” განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება.

რაც შეეხება “გავრილოვის ღამეს”: ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა.

გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას.“–ნათქვამია “სირცხვილიას“ განცხადებაში.

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

ვასაძე: რუსეთს უწევს ყოველ წელს $1.5 მილიარდამდე აჩუქოს ცხინვალსა და აფხაზეთს, მძევალია

"რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა , როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ...

ვასაძე: რუსეთში წილი მაქვს მაღაზიების ქსელში, ვაპირებ, გავყიდო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესწილს ფლობს, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაყიდვას აპირებს. "მე...

აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია – ბლინკენი

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7...

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. "ბათუმის საჯარო...

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ მოქალაქეებს აცრაში თანხა გადაუხადონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის წასახალისებლად მოქალაქეებს თანხა გადაუხადონ, ან სხვა...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...