ექიმი, რომელიც ხუთი წელია არ ბანაობს ამტკიცებს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. ამერიკელი პროფესორის ექსპერიმენტის დეტალები

“თავს მშვენივრად ვგრძნობ“–ასე პასუხობს ექიმი ჯეიმს ჰემბლინი მუდმივად კითხვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმ ადამიანებისგან, ვისაც მისი გადაწყვეტილება აშფოთებს – ექიმი უკვე ხუთი წელია არ ბანაობს.

“ამას ეჩვევი და თავს სრულიად ნორმალურად გრძნობს“– ეუბნება ბიბისი–ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის 37 წლის პროფესორი, რომლის სპეციალიზაცია პროფილაქტიკური მედიცინაა.

ექიმი ჰემბლინი რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ამერიკულ ჟურნალ Atlantic–ში. სწორედ აქ დაიბეჭდა 2016 წელს მისი სტატია სათაურით: “დაბანა შევწყვიტე, ცხოვრება კი გრძელდება“.

“ჩვენ ცხოვრების დაახლოებით ორ წელს შხაპში ან აბაზანაში ვატარებთ. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს, ფულს და წყალს ვხარჯავთ ტყუილად?“– წერდა ის სტატიაში.

2020 წელს მან დეტალურად აღწერა საკუთარი გამოცდილება წიგნში: “სისუფთავე: ახალი მეცნიერება კანზე და იმაზე, თუ რა მშვენიერია აკეთო ნაკლები.“ (Clean: The New Science of Skin and the Beauty of Doing Less).

ჰემბლინი მყარად არის დარწმუნებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელების საპნით დაბანის და კბილების გახეხვის შეწყვეტა, თუმცა თვლის, რომ არ ღირს ასეთივე ყურადღება დავუთმოთ სხეულის სხვა ნაწილებს.

ბანაობის შეწყვეტა თავდაპირველად ექიმისთვის ექსპერიმენტი იყო

“მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა. ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც იშვიათად იბანს, თუმცა მინდოდა ეს საკუთარ თავზე გამომეცადა და გამეგო როგორი იქნებოდა ეფექტი. დროთა განმავლობაში თქვენი სხეული სულ უფრო ეჩვევა ამას. თუ საპონს და დეზოდორს არ იყენებთ, თქვენი სხეული ისე ძლიერ აღარ ყარს. თქვენი კანი სულაც არ ხდება უფრო ცხიმიანი. ბევრი ადამიანი თავს შამპუნით იბანს, რათა თმიდან ცხიმი მოიშროს, შემდეგ კი კონდიციონერს იყენებს, რათა თმაში ხელოვნური ზეთები შეიყვანოს. თუმცა, თუ ამ ციკლს შეწყვეტთ, თქვენი თმა ზუსტად ისეთივე ქნება, როგორც ამ საშუალებების გამოყენებამდე“– ამბობს ექსპერიმენტატორი ექიმი.

თუმცა, მისი თქმით ეს თანდათანობით უნდა მოხდეს.

ჰემბლინმა თავიდან საპნის, შამპუნის და დეზოდორის გამოყენება შეამცირა და ბანაობებს შორის ინტერვალი გაზარდა. შხაპის ყოველდღიური მიღების ნაცვლად სამ დღეში ერთხელ იღებდა, შემდეგ კი ბანაობაზე საერთოდ უარი თქვა:

“ხანდახან შხაპის მიღება ძალიან მინდოდა უბრალოდ იმიტომ, რომ მენატრებოდა, ცუდი სუნი მქონდა ან თავს ჭუჭყიანად ვგრძნობდი. მაგრამ ეს თანდათანობით სულ უფრო იშვიათად ხდებოდა“– ამბობს ჰემბლინი.

მისი თქმით, რაც უფრო იშვიათად იყენებდა წყალს და დასაბან საშუალებებს, მით უფრო ნაკლებად ჭირდებოდა ისინი.

სხეულის სუნი და ბაქტერიები

როგორც ამერიკელი მეცნიერი განმარტავს, სხეულის სუნს ბაქტერიები განსაზღვრავს, რომლებიც კანზე ცხოვრობენ და ოფლით თუ კანისგან გამოყოფილი სხვა ნივთიერებებით იკვებებიან.

დასაბანი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება კანის ცხიმოვან ბალანსს ცვლის და ბაქტერიებში განგაშს იწვევს.

“შხაპის ენერგიული მიღებისას მთელ ეკოსისტემებს ანგრევთ. ნიშა რა თქმა უნდა ივსება, თუმცა სულ უფრო მეტად მიკრობების იმ სახეობებით, რომლებიც ცუდ სუნს იწვევენ“– წერდა ის საკუთარ სტატიაში ჯერ კიდევ 2016 წელს.

ის ამტკიცებს, რომ როცა საერთოდ არ ვიბანთ, იწყება ამ ეკოსისტემების თვითრეგულაციის პროცესი, ხდება მათი სტაბილიზაცია და ადამიანს ცუდი სუნი აღარ აქვს.

“რა თქმა უნდა, ოდეკოლონის სუნი არ გექნებათ, მაგრამ არც აყროლებული იქნებით. უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური სუნი გექნებათ“– ამბობს ჰემბლინი

ჟურნალ BBC Science Focus–თან ინტერვიუში 2020 წლის აგვისტოში მას დაუსვეს კითხვა, აწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს, მაგრამ მის გარშემო ადამიანები მეტისმეტად ზრდილობიანები იყვნენ ამის ხმამაღლა სათქმელად.

ამაზე პროფესორმა განაცხადა, რომ ის მუდმივად დაჟინებით თხოვდა კოლეგებს,მეგობერბს და ნაცნობებს, ეთქვათ თუ მისი სუნი აწუხებდათ. სწორად ასე მიაღწია ბალანსს, როცა მისმა სხეულმა არასასიამოვნო სუნის გამოყოფა შეწყვიტა.

უფრო მეტიც, ჰემბლინი ამტკიცებს, რომ მის ცოლს მისი ახალი სუნი მოსწონს კიდევაც. სხვა ადამიანებიც ამბობენ, რომ მას მშვენიერი სუნი აქვს.

“კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სუნები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანებს შორის ურთიერთობებში. ახლა კი პრაქტიკულად გაქრნენ ჩვენი სოციალური ბიოლოგიიდან. ამიტომაც ახლა ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს არანაირი სუნი არ ქონდეთ, ან სხვადასხვა პარფიუმერიის სუნი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვთვლით, რომ მათ ცუდი სუნი აქვთ. ადამიანის სხეულის ნებისმიერი  ბუნებრივი სუნი ავტომატურად ითვლება ნეგატიურად.“– ამბობს ის.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჰემბლინმა კატეგორიულად და სამუდამოდ თქვა უარი ბანაობაზე?

არა, ის ამბობს, რომ ხანდახან, როცა ძალიან ჭუჭყიანდება ან ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ შეიძლება წყალი გადაივლოს, თუმცა მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია ზედმეტი ჭუჭყი დავარცხნით ან ფხანითაც მოიშოროს.

ექიმი ამბობს, რომ თავის მოვლის საშუალებების ინდუსტრიამ თავს მოგვახვია სხვადასხვა საშუალებების ფეტიში, მაშინ, როცა ჩვენი კანის მდგომარეობა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების სტილზე და ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ჰემბლინკი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავება დავინახოთ მეცნიერებასა და მარკეტინგს შორის. მისი აზრით ჩვენ იმაზე ბევრად მეტ თავის მოვლის საშუალებებს მოვიხმართ, ვიდრე სინამდვილეშია საჭირო და გვგონია, რომ ამით ჩვენს ჯანმრთელობას რამეს ვმატებთ. ექიმი შეგვახსენებს, რომ თავის მოვლა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს თანამედროვე გამოგონებაა.

“ჯერ კიდევ ასი წლის წინ ადამიანების უმრავლესობას არ ქონდა წვდომა წყალგაყვანილობასთან, ასეთი რამ მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი. უბრალო ადამიანები კი მხოლოდ იშვიათად ახერხებდნენ დაბანას. შეიძლება მდინარეში ან ტბაში ებანავთ, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამას ყოველდღე ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, მაშინ მასობრივი წარმოებები არ არსებობდა და ადამიანები ხელნაკეთი საპნით სარგებლობდნენ, თანაც არა ყოველდღე, რადგან ის კანს ჭამდა“– ამბობს ექიმი.

თავის წიგნში ის ასკვნის, რომ ადამიანები გადაჭარბებული დოზით  ბანაობენ და ამის შეწყვეტა მხოლოდ სასარგებლო იქნებოდა. ერთ–ერთ არგუმენტად მას ის ფაქტი მოყავს, რომ ჯერჯერობით საკმარისად არ არის შესწავლილი, როგორ ცვლის დაბანის პროცესი მიკრობების შემადგელობას ჩვენს კანზე.

“ჩვენს კანზე მცხოვრები ბაქტერიები არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის, ვიდრე ნაწლავებში არსებული ბაქტერიებია საჭირო საჭმლის მონელებისთვის. ბაქტერიებს ცუდი რეპუტაცია ჩამოუყალიბდათ, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი გავიგეთ იმის შესახებ, რომ ბაქტერიები ყველგან არსებობენ და როგორც წესი, ისინი ზიანს არ გვაყენებენ. მავნებელი მხოლოდ მათი ძალიან მცირე ნაწილია. ამან ადამიანები უნდა დააფიქროს, რა ხდება დაბანის დროს. რა თქმა უნდა, გვინდა თავიდან გვინდა მოვიშოროთ ის მიკრობები, რომლებიც დაავადებებს იწვევენ, მაგრამ არ უნდა მოვსპოთ ყველა მიკრობი“– ამბობს მეცნიერი.

ღირს თუ არა ჰემბლინის მეთოდის ცდა?

ექიმი ამბობს, რომ არ აპირებს ვინმეს უმტკიცოს, რა არის კარგი და რა ცუდი, ან ამტკიცოს, რომ მისი მიდგომა ყველასთვის კარგია. თუმცა მათ, ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ან უნდა ეს მეთოდი სცადოს, ექიმი ურჩევს უფრო იშვიათად დაიბანონ და შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს.

“მაგალითად, ვიღაც უფრო ნაკლები შამპუნის გამოყენებას იწყებს, ვიღაც კი უფრო ნაკლებ დეზოდორს მოიხმარს. შეგიძლიათ იმით დაიწყოთ, რომ შხაპში გატარებული დრო შეამციროთ, უფრო ცივი შხაპი მიიღოთ, იშვიათად იბანაოთ ან ნაკლები საპონი მოიხმაროთ. კარდინალური ცვლილებები სულაც არ არის საჭირო“– ამბობს ექიმი.

მის მიდგომას ექიმების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მართალია ბევრი თანამედროვე მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ ადამიანები დასაბანი საშუალებების მეტისმეტად დიდ რაოდენობას მოიხმარენ, მაგრამ არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ შამპუნის და საპნის მოხმარებაზე სრულიად უარის თქმა ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

სამაგიეროდ  საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ თავის კანის რეგულარულ გასუფთავებაზე უარის თქმამ შეიძლება სერიოზული პრობლემები, მაგალითად სებორიული დერმატიტი გამოიწვიოს.

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს....

”მალტამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინა გაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რატომ არ ინძრევით?!” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტულ გეგმას სთავაზობს. მისი...

ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა, რის შემდეგაც ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად კიდევ $40 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად,...

პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კვირაში 2 დღის განმავლობაში "ჩაკეტვები" უნდა იყოს. "სხვადასხვა ქვეყნის...

თუ მართლა რევოლუცია გვინდა, უნდა ვიყოთ მზად მსხვერპლისთვის – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში "პარლამენტი აღარ გვექნება", როდესაც...

იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას "ქვეყანას არ დააშლევინებს" და თუ...

პოზიტიური დღე გვქონდა, 10 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი – თბილისი ცენტრალის დირექტორი

დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები, - ამის შესახებ თბილისი ცენტრალის...

პირველი თებერვლიდან მოლებში გასახდელების ფუნქციონირება დაშვებული იქნება

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება გაყიდული საქონლის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო