ვინ არის დამნაშავე კორონავირუსის ეპიდემიაში:ევროპელები ხელისუფლებების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და გამოძიებას ითხოვენ

კორონავირუსისგან ევროპის ყველაზე დაზარალებული ქვეყნების მაცხოვრებლებს ხელისუფლების ქმედებების გამოძიება და იმის გარკვევა უნდათ, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ეპიდემიისგან ადამიანების გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად. ამ ინიციატივით იტალიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ესპანეთში Covid19–ისგან გარდაცვლილთა ნათესავები გამოვიდნენ.

ოთხივე ქვეყანაში გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ კარანტინი იმაზე ადრე უნდა გამოცხადებულიყო, ვიდრე ეს ხელისუფლებამ გააკეთა.

კორონავირუსისგან გარდაცვლილი 450 ბრიტანელის ნათესავები მოითხოვენ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ღია მოსმენა პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების ქმედებების შესახებ. მსგავსი განხილვა მათი აზრით ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან დიდ ბრიტანეთში ეპიდემია გრძელდება, მათი აზრით ხელისუფლების არაეფექტურობის გამო.

ჯერ კიდევ მაისში ესპანეთში გარდაცვლილთა ნათესავებმა სასამართლოში უჩივლეს პრემიერ პედრო სანჩესს, ივნისის დასაწყისში კი პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა  ხელისუფლების ქმედებები პანდემიის დროს არაგანზრახ მკვლელობისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს.

იტალიაში კორონავირუსის 50 მსხვერპლის ნათესავებმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალური სარჩელი შეიტანეს ხელისუფლების წინააღმდეგ და ის პანდემიის დროს  დაუდევრობასა და არასწორ ქმედებებში დაადანაშაულეს. 50 საჩივარი ბერგამოს პროკურატურაში შევიდა.ისინი შემდეგ ერთ საქმედ გაერთიანდება. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, სტეფანო ფუსკო აცხადებს, სწორედ ეს ქალაქი იქცა იტალიის ტრაგედიის სიმბოლოდ.

იტალიაში გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ ბერგამოში და კორონავირუსის აფეთქების სხვა ძირითად ეპიცენტრებში აუცილებელი იყო კარანტინის უფრო  ადრე შემოღება. კერძოდ, ლომბარდიის რეგიონის დიდი ნაწილი კვლავ ღია რჩებოდა იმ დროს, როცა უკვე ნათელი იყო, რომ ვირუსმა “წითელ ზონად“ გამოცხადებული ქალაქების საზღვრები გაარღვია. ევროპაში კორონავირუსის გავრცელება სწორედ ლომბარდიიდან დაიწყო. იტალიაში გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. სულ იტალიაში კორონავირუსისგან 34.345 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დღეებში  პროკურორი პრემიერ მინისტრს ჯუზეპე კონტეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, დელ ლუჩანუ ლამორჯეზეს და ჯანდაცვის მინისტრს, რობერტო სპერანცუს დაკითხავს. კონტემ განაცხადა, რომ მას არაფრის ეშინია.

პარიზის პროკურორმა, რემი ეიტცმა გასულ კვირას თქვა, რომ გამოძიების მიზეზი მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვები გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. პროკურატურა ჩინოვნიკების ქმედებებს შეისწავლის, რომლებიც ეპიდემიის აფეთქებაზე რეაგირების შესახებ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

პარიზელები იმის გამო ჩივიან, რომ სამუშაო ადგილებზე არასაკმარისად სწრაფად შემოიღეს სოციალური დისტანცირების წესები, მოქალაქეებს ნიღბებით არ ამარაგებდნენ და საკმარის ტესირებას არ ატარებდნენ.

გამოძიების სამიზნე სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტი გახდება, რომლებიც პარიზში არიან ბაზირებული და ამგვარად პარიზის პროკურატურის იურისდიქციაში ხვდებიან. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით არის დაცული. საფრანგეთში პანდემიის შედეგად 29 407 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ესპანეთს, გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ პედრო სანჩესმა და 22–მა მინისტრმა ვერ შეძლეს სწრაფი რეაგირება და საკარანტინო შეზღუდვები დააგვიანეს. ესპანეთში კორონავირუსს 27 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბრიტანეთში კი გარდაცვლილთა ნათესავები იმის შეფასებას ითხოვენ, რამდენად იყვნენ მზად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და სოციალური სამსახურები პანდემიისთვის.  ღია განხილვის დაწყების ოფიციალურ მოთხოვნაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის პიკზე საავადმყოფოებიდან უკან, ხანდაზმულთა სახლებში დააბრუნეს 25 ათასზე მეტი პაციენტი, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი იყო კორონავირუსის მატარებელი, რადგან ეს არავის შეუმოწმებია.

ოჯახების ინტერესს ადვოკატი ელკან აბრაჰამსონი იცავს, რომელიც აცხადებს, რომ მოსმენა აუცილებლად შედგება, თუმცა მოგვიანებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად მთელი მისი ყურადღება ეპიდემიასთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული. დაღუპულთა ოჯახების ჯგუფი კი, რომელიც თავს სამართლიანობისთვის მებრძოლებს უწოდებს, მოსმენის დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს, რადგან მათი აზრით მხოლოდ ხელისუფლების ქმედებებში დაუყოვნებლივი ჩარევა შეაჩერებს შემდგომ მსხვერპლს.

ბრიტანეთში ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 41 ათასს აჭარბებს.

ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამეცნიერო თანამეგობრობის ექსპერტიზას ეფუძნებოდა. თუმცა, ერთ–ერთი გარდაცვლილი ბრიტანელის შვილი, ჯეიმი ბრაუნი თვლის, რომ ლოკდაუნის 23 მარტს შემოღების გადაწყვეტილება მეტისმეტად დაგვიანებული იყო. მამამისი საავადმყოფოში 29 მარტს გარდაიცვალა – ორი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა ლონდონის ცენტრში მატარებლით იმგზავრა.

ბრაუნის აზრით მამამისის სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ კარანტინს ადრე შემოიღებდნენ. ის ამბობს, რომ მამა მთავრობის რჩევამ დაღუპა, რომელიც ყველას მოუწოდებდა სახლებში დარჩენილიყვნენ. სწორედ ამის გამო არ მიმართა დაინფიცირებულმა მამაკაცმა დროეულად სამედიცინო დახმარებისთვის.

“რაც შეიძლება მალე უნდა გავიგოთ, სად იქნა დაშვებული შეცდომა და რატომ აღმოვჩნდით ყველა ასეთ სიტუაციაში“– ამბობს ის.

ადვოკატი აბრაჰამსონი ამბობს, რომ მეორე ტალღის მოლოდინის გამო აუცილებელია ვიცოდეთ, რას აპირებს ხელისუფლება მეორე ტალღის შემთხვევაში. მისი თქმით, სურს ზუსტად იცოდეს რომელი სამეცნიერო ექსპერტიზა უდევს საფუძვლად სკოლების გახსნის და მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას.

შაქარაშვილის საქმეში მოწმე “ფოტოგრაფი” ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია – კუპრავა

რეფორმატორთა ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე ე.წ. ფოტოგრაფი ერთ–ერთი...

ამერიკამ პირველ რიგში თვალი ღმერთს მიაპყრო – პატრიარქის წერილი რობერტ რედფილდს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და...

მკვლელობა ფოთში – მოკლულს მუხლები დაუცხრილეს

44 წლის ვაჟა ტყებუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ე.წ. კანონიერი ქურდები გაუსწორდნენ. მამაკაცს ჯერ ხელკეტებით სცემეს,...

ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად – კობახიძე

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე დავით ჭაკუას ექსტრადაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ფაქტი...

ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე – თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია ცდილობს მუდმივ სპეკულირებას - წარსულში ამბობდნენ, რატომ მონაწილეობს,...

საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია, რომ ძველი ოპოზიცია საჯაროდ ატყუებდა – თალაკვაძე

თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის რომან გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ...

წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ჭაკუას ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში...

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის...

სხვა სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ...

ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ახალი კორონავირუსის ჯი-მუტაციაზე

კარგი ამბით დავიწყოთ: კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის მუტაცია სახელად დი-614-ჯი (D614G), დღევანდელი მოცემულობით, არ ხდის ადამიანებს კიდევ უფრო ავად, ან უფრო მეტად არ ამძიმებს ინფიცირებულებს. ამ...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ...

ვიდეო