“ვიპოვეთ მთავარი გამყალბებლები” – ნიკა გვარამია ცესკოს თანამშრომლებზე

“ვეძებეთ და ვიპოვნეთ მთავარი გამყალბებლები” – ტელეკომპანია “მთავარის”, გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ცესკოს იმ თანამშრომლების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომლებიც მისი ინფორმაციით თამარ ჟვანიასთან დაახლოებული და მისთვის სანდო პირები არიან.

“ვეძებეთ და ვიპოვნეთ მთავარი გამყალბებლები:

⛔️ გიორგი ჯავახიშვილი- ცესკოს მდივანი: მთავარი ოდეერი და გამყალბებელი, თამარ ჟვანიას რეალური მმართველი (არა და, თანამდებობრივად პირიქითაა) გიორგიო ჯავახიშვილია. მისი და საკრებულოს თავმჯდომარის, ტყემალაძის ცოლია. პირდაპირაა მიერთებული სუსზე და პარტიაზე.
⛔️ ეკა ცაბაშვილი – საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: ჯავახიშვილის მარჯვენა ხელი, რეალურად მართავს გაყალბების მთავარ პარტიულ შტაბებს – საოლქო საარჩევნო კომისიებს. არის გიორგი ჯავახიშვილის ცოლის ახლო დაქალი. ოჯახებით მეგობრობენ. ჯავახიშვილი მისი მეშვეობით მართავს ოლქებს. ოლქებიდან ამბავი რომ არ გავიდეს, პირადად ეგაა ხაზზე ოლქების უფროსებთან და ამბები მიაქვს ჯავახიშვილთან, სუსში და პარტიაში. მის ქმარს, რეზო ბასილაშვილს, აქვს სამშენებლო ბიზნესი აქვს და აგებინებენ მილიონობით ტენდერებს. შემოსავლები ნაწილდება ჟავანიასთან და ჯავახიშვილთან. ასე ფარულად (და არა მარტო ღიად, უზარმაზარი ხელფასებით) ყიდულობს ივანიშვილი ცესკოს ადმინისტრაციას.
⛔️ გიორგი კალანდარიშვილი – ცესკოს კადრების უფროსი: თამარ ჟავანიასთვის ყველაზე სანდო ხელის ბიჭი. ჟვანია ყველა და ყოველგვარ ბინძურ დავალებას აძლევს პირადად მას. ცესკოში ჟვანიას მიყვანილი პრესსპიკერის უარის შემდეგ, რომ არ გაახმოვანებდა მსგავს ტექსტებს, მიუხედავად კომპეტენციის არქონისა, ახლა მედიასტან ბრიფინგებს სწორედ ის ატარებს. მისი ცოლი ქართუს ერთერთი ფილიალის დირექტორია.
⛔️
მაია ზარიძე – კომისების მართვის განყოფილების უფროსი: უზრუნველყოფს საუბნო კომისიებში სუსის და პირადად ირაკლი კობახიძის ინსტრუქციების შესრულებას.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

დღეს ხელისუფლებამ უნდა გაგვამხნევოს – სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი. "...

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ კარტოგრაფები – აქტივისტები საგარეო უწყებასთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას...

კოქტეილი –ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი  ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა...

“იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლები დაავადებები: ონკოლოგიური...

საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო...

ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მეგობრებო, მეც...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500 00 ლარი გამოიყოფა – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარი მილიონი გამოიყოფა. მისივე განცხადებით,...

ყოველდღე 10 მლნ-ით ვიზარალებთ, 15 დეკემბრიდან მოგვეცით მუშაობის უფლება – 6 მოლი მთავრობას

სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ლოკდაუნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ....

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო