ვის დაენიშნება რემდესივირი და როდის არის ის ეფექტიანი – ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ რემდესივირის გამოყენება მხოლოდ ჰოსპიტალიზირებული და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის შეიძლება.

“რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც რემდესივირი არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. რემდესივირი იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ. მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”,– ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, რემდესივირის გამოყენება ეფექტურია მხოლოდ ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში.

“გულის დაწყვეტა ნუ გვექნება და ნუ შევაწუხებთ, მათ შორის ავადმყოფის ახლობლები ექიმებს. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე რემდისივირის გამოყენება არ შეიძლება. იქნება ეს დავძლიოთ. გარდა ამისა, რემდისივირი ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 4 000 ფლაკონი რემდესივირი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა და მისი გამოყენება არაუგვიანეს 21 დეკემბრიდან დაიწყება.

პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესში– კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სექს-მუშაკებს ტრანსპორტით ემსახურებიან – ფორმულას გამოძიება

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით...

ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში – ომბუდსმენი

"პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება...

ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან...

ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება –...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება რა დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს...

ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში – ჯაფარიძე 24 იანვრის დაგეგმილ აქციაზე

"ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში "- ამის შესახებ,  "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელმა...

ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს

ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს. პარტიის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 58 კმ- ში,...

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ჟურნალისტი და ამერიკელი თოქ-შოუების  წამყვანი ლარი კინგი 87  წლის ასაკში...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები დაუშვებლად გამოაცხადოს კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ჯანმოს განცხადებით...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო