ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში რომელსაც არცერთი სვავი არ მიეკარება – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.

“ვის გულისხმობს სვავში, შეგიძლიათ გია ვოლსკის ჰკითხოთ, მაგრამ ის უდავოდ არის პოლიტიკური ლეში, თუმცა ისეთი ლეში, რომელსაც არც ერთი სვავი არ მიეკარება.

ვოლსკის კომენტარი სრულიად ამოვარდნილია და ისევ იმავე ხაზს აგრძელებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ტრაგედიას, ნებისმიერ ადამიანურ უბედურებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენოს ჩრდილი. უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ არსებობს სახელმწიფოს წითელი ხაზები, როცა გადასცდება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. სახელმწიფოს წითელ ხაზებს არ უნდა გადასცდეს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გადადგა ნაბიჯი. სწორედ „კარტოგრაფების საქმე“ და არა „გარეჯის საქმე“ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული წითელ ხაზს მიღმა ნაბიჯი.
ნუ აჰყვებით მათ პროპაგანდას, იმიტომ რომ გარეჯს საერთოდ არ ეხება ის თემა, მხოლოდ ღარიბაშვილის ავადმყოფურ თავში იხარშეხება და ტერმინებით გვახვევენ თავს. ამასთანავე, როდესაც მძევალია აყვანილი, რომელმაც შეიძლება ხვალ დღის შუქი ვეღარ ნახოს, არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება და ამას რომ იკადრებ, ადამიანობის წითელ ხაზს გადადიხარ და ეს ხელისუფლება გადადის ადამიანობის წითელ ხაზს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ხვალ გამოცხადდება, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი 2 თვის მანძილზე – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო არა მხოლოდ...

თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება? – მარგველაშვილი

საქართველოს მე–4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. "ოპოზიცია ამტკიცებს და...

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა...

არ შევდივართ პარლამენტში და არც დაფინანსებას ავიღებთ – ელისაშვილი

ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილიც აცხადებს, რომ პარტიულ დაფინანსებას არ მიიღებს. მისი...

საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მისი შეფასებით,...

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 4...

საჭიროების შემთხვევაში, მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტრო მუშაობას გააგრძელებს. მისი თქმით, პრობლემის...

წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება, ეს სპეკულაციაა – ირაკლი კობახიძე

ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოქალაქეების წყლის ჭავლით დასველებით კორონავირუსი არ ვრცელდება. მისივე თქმით, ოპოზიცია...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო