ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – გიგი უგულავა სააკაშვილს სერსეი ლანისტერს ადარებს

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში. უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყოფილი თანაგუნდელი, მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ მარტინის საკულტო საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პერსონაჟს, სერსეი ლანისტერს შეადარა. სერსეი დიდებისა და ტახტის შენარჩუნებისთვის მებრძოლი პერსონაჟია, რომელიც იცილებს ყველას და ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება.

„შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისი თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. საქმეში ოდნავ ჩახედულებისთვის ცხადი იყო. მიშა ბორგავდა და არ მოწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ ენმ ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა ბიძინამ მხოლოდ, არამედ მიშამაც და ის, რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120/30 მიღების მერე საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით, სამაგიეროდ ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი „ლიდერშიფიც“. ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა – ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა ან მე ან ბიძინა – სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო.

ვინც არ მიიღო ეს თამაშის წესი, მტერი აღმოჩდა, ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე “ევროპული საქართველო”, შემდეგ „გირჩი“ ანუ სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი “სატახტოთა თამაშების” მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და „ქოცების“ წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.

სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა“, – განაცხადა უგულავამ.

სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება გუბაზით, რომელიც სომეხს ეძახდა – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმიანება გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „მცხეთის იქით...

“ხელისუფლება COVID 19-ის გაზრდილი რიცხვებით თამაშობს, მიზანი ხალხის დაშინებაა”- ჯაფარიძე

"ხელისუფლება COVID 19-ის გაზრდილი რიცხვებით თამაშობს, მიზანი ხალხის დაშინებაა"- ამის შესახებ,გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ...

დახმარება რუკების მოძიებაში ივანიშვილმა მთხოვა – დავით ხიდაშელი

"თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა''- ბიზნესმენი დავით ხიდაშელის ახალ ჩვენებაში აცხადებს რომ...

დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და – რას ყვება თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს, რაშიც ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა...

ლარი კვლავ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2222 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი...

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, ნაფიცი მსაჯულების მიერ...

თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად,  სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად  შეასრულონ საბანკო ოპერაციები. თიბისის...

პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2020 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა. ყოველწლიური...

სხვა სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. კობახიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც...

ჯანმრთელობა

“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო