თავიანთ შვილებს ჩვენს სახელებს დაარქმევენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ – სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

“რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ირაკლი კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? რაშია საქმე, რატომაა მონდომებული ხელისუფლება? ქუჩაში დასატოვებელი ხალხი არ ვართ, საქმეც მაგაშია, ხელისუფლებას ამის ეშინია. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი რისიც ეშინია, ეს არის ქუჩა იმიტომ, რომ ქუჩა ხელისუფლების მხრიდან არასდროს კონტროლდება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ. ყველაფერს იზამენ, თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენს სახელებს დაარქმევენ“,- განაცხადა სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციაში სერიოზული ერთობაა, ამიტომ უპირობოდ პარლამენტში არავინ შევა. ხელისუფლების მხრიდან პირობის გარეშე ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

„თუ ხელისუფლების მხრიდან არავითარი ინიციატივა და პირობა არ იქნა, უპირობოდ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ იქ უპირობოდ შესვლა ნიშნავს პოლიტიკურ სიკვდილს და არა მარტო პოლიტიკურს, არამედ მორალურ სიკვდილსაც კი. ამიტომ, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ძალიან ნორმალურად აქვს განსაზღვრული, რომ უპირობო შერიგება ივანიშვილის ხელისუფლებასთან გამოიწვევს ამა თუ იმ ოპოზიციონერის თუ ოპოზიციური ჯგუფის სრულ კრახს”,- აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცისილწამების კანონი უნდა არსებობდეს

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დავით ზილფიმიანის აზრით, ქვეყანაში ცილისწამების კანონი უნდა არსებობდეს.  ამის...

ამ სუბსიდირებას თუ გაყვნენ, გადავარდებიან ხრამში – თემურ ჭყონია მთავრობაზე

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის მიერ ფქვილის სუბსიდირებას ეხმიანება და ამბობს, რომ თუ სუბისიდირებას გაყვებიან,...

რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას – პაატა მანჯგალაძე...

"რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას"- ასე შეაფასა „სტრატეგია...

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება...

მრევლს თავზე ხელს ადებენ, თითქოს მაგათი კიდურები ჯადოსნურია – კობახიძე მეუფეებზე

თეოლოგი ბასილ კობახიძე მეუფე ნიკოლოზის გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვის დალოცვის...

კოვიდის შიშით ქალმა 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში გაატარა

36 წლის ადიტია სინგხმა, რომელსაც პანდემიის დროს თვითმფრინავში ჩაჯდომის ეშინოდა, სამი თვე ჩიკაგოს აეროპორტში...

ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ დაშლას?! – გოგა ხაინდრავა გაჩეჩილაძის აღიარებაზე

"საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია....

“იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” – ზურა ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს

"იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" - ასე გამოეხმაურა, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო