თაღლითური სქემა: თაღლითების ჯგუფი myauto.ge–ზე არარსებულ ავტომანქანებს ყიდდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური სქემა გამოავლინა. თაღლითები არარსებული ავტომანქანებით ვაჭრობდნენ.  ისინი წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.

ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმ- ბარათებს ანადგურებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 5-მა დაზარალებულმა მიმართა და დახმარება სთხოვა. ყველას საერთო შინაარსის პრობლემა ჰქონდა. სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა, ყველა დაკავებული აღიარებს წარდგენილ ბრალს, რომელიც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ავტოპორტალ myauto.ge -ს ყოველდღიურად მილიონ-ნახევარი მომხმარებელი სტუმრობს. განაცხადის დადების უფლება აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირსაც, რომელსაც საიტზე ავტორიზაცია გავლილი აქვს. განცხადების დადების დროს აუცილებელია ავტორმა ყველა სავალდებულო ველი შეავსოს, რომელიც ავტომობილის მონაცემებს უკავშირდება. თუ ავტორი არღვევს წესებს, საიტის სამუშაო ჯგუფს შეუძლია განაცხადი დაბლოკოს. მიუხედავად იმისა, რომ თაღლითური განცხადებები სწორედ ამ საიტზე იყო განთავსებული და ფასი არარეალურად დაბალი იყო, ავტოპორტალმა მისი გამოვლენა ვერ შეძლო.

ამ დროისთვის  თაღლითების მიერ სხვადასხვა დროს myauto.ge-ზე ატვირთული განაცხადები დაბლოკილია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები, მიილია – გაბუნიას მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე ისაუბრა. მან მონოლოგში დედამისისის ავადმყოფობისა...

ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი...

არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია,...

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო