“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” მეტროში გადაღებულ ფოტოზე განცხადებას ავრცელებს

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” მეტროში გადაღებულ ფოტოზე განცხადებას ავრცელებს. ცოტახნისწინ სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდმა, “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა ფოტო-მასალა სადაც ჩანს რომ, სადგურის მოედანზე, მგზავრთა დიდი რაოდენობაა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს. თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე – 2.5 წუთამდე.

გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2-ის“ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. თბილისის მეტროსადგურებში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება.” – ნათქვამია განცხადებაში.

გოლეთიანი: გუმათში დაპირისპირებული ჯგუფების კონცენტრაცია ხდება, ვემიჯნებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გუმათში იკრიბებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები და ადგილზე ვითარება...

ბოკერია: კობახიძემ რა თქვა მეორეხარისხოვანია, უნდა ვნახოთ ნაბიჯები

გიგა ბოკერია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნება მზად არის ნაბიჯების...

აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში...

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო