თენგიზ ცერცვაძის მორიგი განცხადება: სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო. ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრმა პაციენტების მიღება შეწყვიტა მძიმე პირობების გამო. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ არ არის აუცილებელი ცალკე ინფექციური საავადმყოფოს არსებობა და ჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება  მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ხდებოდეს. ცერცვაძე განცხადებაში მათაც პასუხობს:

“სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა
საავადმყოფო

პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, სჭირდება თუ არა ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ სჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე.

ცნობილია, რომ ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა და ყველაფერი უნდა შეფასდეს შედეგებით. შედეგები კი ასეთია: საქართველოში სულ ა.წ. 25 აგვისტოსთვის დაფიქსირებულია COVID-19-ის 1436 შემთხვევა, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეყნის 11 COVID კლინიკაში. მათგან სამი COVID კლინიკა განთავსებულია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, აკ. ბოჭორიშვილის სახ. კლინიკა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ხოლო დანარჩენი 8 COVID კლინიკა – მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

სამი ინფექციური პროფილის საავადმყოფოში სულ გატარებულია 595 COVID-19-ით პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა მხოლოდ ერთი პაციენტი (ლეტალობა – 0,17%), ხოლო 8 ზოგადი პროფილის საავადმყოფოში გატარებულია – 836 პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა 17 პაციენტი (ლეტალობა 2%). ანუ ინფექციური პროფილის კლინიკებში COVID-19-ით სიკვდილობა იყო 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკებში. ეს შემთხვევითობაა? შესაძლოა, მაგრამ მაინც ფაქტია. კიდევ უფრო დიდია (გაცილებით დიდია) სხვაობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მრავალპროფილურ კლინიკების უმეტესობაში სიკვდილობის მაჩვენებელი 3-დან 15%-მდეა.

ნიშანდობლივია, რომ სადღეისოდ საქართველოს კლინიკებში სულ COVID-19-ით 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, მათგან მხოლოდ ოთხია ინფექციური პროფილის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი – ზოგადი პროფილის კლინიკებში. ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია.

კიდევ ერთი მაგალითი – განსაკუთრებით საშიში ინფექცია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. მარტო 2020 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში გატარებულია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 12 ავადმყოფი, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა (ლეტალობა 8,3% – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში), მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა კლინიკებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 5 პაციენტი შევიდა და მათგან 3 გარდაიცვალა (ლეტალობა 60%). ესეც შემთხვევითობაა?

ან კიდევ აივ/შიდსი. საქართველოში აივ/შიდსით პაციენტებში სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში. ესეც შემთხვევითობაა?

ასეთი მაგალითების გაგრძელება კიდევ შეიძლება.

აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ე.წ. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში (საქართველოც მათ რიცხვში შედის) ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტლები, როგორც წესი, ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახითაა წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მძიმე და გადამდები ინფექციების რიცხვი (COVID-19-ის გარდა) ამ ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ნაწილშიც ინფექციური პროფილის საავადმყოფოები ცალკე სამედიცინო დაწესებულებების სახითაც არსებობს, მაგალითად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციურ დაავადებათა კლინიკა – „Lazzaro Spallanzani“ – National Institute for Infectious Diseases, ქ. რომში, იტალიაში. ან თუნდაც ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), ქ. ბეთესდაში, აშშ-ში, რომლის წლიური ბიუჯეტი 4.8 მილიარდი აშშ დოლარია.

რაც შეეხება დასავლეთის იმ ქვეყნებს, სადაც ინფექციურ დაავადებათა სამსახურები ზოგადი პროფილის კლინიკებშია განთავსებული, იქ ეს უკანასკნელები ისეთი სტანდარტებით არის აშენებული და მოწყობილი (თავისი ბოქსირებული განყოფილებებით), რომელიც შესაძლებელს ხდის მოემსახუროს ინფექციური დაავადებებით, მათ შორის, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. ასეთი სტანდარტების მრავალპროფილური საავადმყოფოები/ ინსტიტუტები ძალიან ძვირი ჯდება და საქართველოში სადღეისოდ არ არსებობს და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მისი განვითარების დონის მქონე სხვა ქვეყნებში ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს/ინსტიტუტის ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახით არსებობას ალტერნატივა არა აქვს და ამას ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაც ადასტურებს. შორეულ მომავალში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

და ბოლოს, საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია. ყველა დანარჩენი საავადმყოფო ან კერძო საკუთრებაშია, ან კიდევ მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არა აქვს”,-აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვა. თენგიზ ცერცვაძემ იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს. 

დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ თავისუფლებასაც.. – მიხეილ რამიშვილი

გარდავლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ტელეფონიდან პირად,...

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს

პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერი და თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მევახშეობის კანონით დასჯის ინიციატივით...

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის...

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მას მობილური ტელეფონი ჩამოართვა

გარდაცვლილი,თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის აცხადებს, რომ პროკურატურამ მას მობილურიტელეფონი  ჩამოართვა. რამიშვილი ამის...

“ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი“–თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებს ფეისბუქზე აფასებს. სააკაშვილმა ბოლო საეთერო ინტერვიუში...

მსახიობი თამარ მაყაშვილი საბურთალოზე დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს

მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ მაჟორიტარად საბურთალოზე კენჭს იყრის. მსახიობი აცხადებს, რომ უკვე დარეგისტრირებულია და...

ნინო ბურჯანაძე ნატო-ს ყოფილ გენერალური მდივნს წერილს უგზავნის

„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და „დემოკრატიების ალიანსის“...

თამარ ბაჩალიაშვილი სუს-ის ყოფილი თანამშრომლისგან დავალებებს იღებდა – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თამარ...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო