თითო რიგში თითო ადამიანი – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს ამოქმედებას

1932

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია. გარდა ამისა, მისივე რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ. მისივე თქმით, შესაძლებელია მათი განთავსება რიგის გამოტოვებითაც.

„ამ ეტაპზე ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია. მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3 -ზე მეტი კაცის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკის შემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა – ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ. უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი (ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დაჯდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

სპეცოპერაცია ბათუმში – დაკავებულია თურქეთის 9 მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-მ თურქეთის 9 მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, მათ არ უფიქსირდებათ საქართველოს...

ხელისუფლებამ ოცნების შემომწირველებს პანდემიის დროს მრავალათასიანი კონტრაქტი გამარტივებული წესით გაუფორმა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ხელისუფლებამ ქართული ოცნების...

მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მომავალ პრემიერ-მინისტრს ახასიათებს და ამბობს, რომ ის მისი პარტიის...

პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე პარტიების რიტორიკა შეცვლილია – ზურა ჯაფარიძე

პარტია "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის რიტორიკა პირველ ტურში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე...

კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა- ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს. კონგოში ვირუსის...

ვამტკიცებთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც აეროპორტებსაც ეხება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა...

სავარაუდოდ, მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი – ნინო ბურჯანაძე

''ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის'' თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარად სავარაუდოდ კენჭს არ...

შესაძლოა, ცალკეულ ოლქებში ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე – მელია

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ შესაძლებელია ოპოზიციას ზოგიერ საარჩევნო ოლქში არა 1, არამედ...

სხვა სიახლეები

გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

"გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა"- წერს ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. "გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

ყველასთვის ცნობილია, რომ ჭაღარის გაჩენა არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებასთან, არამედ სტრესთანაც არის დაკავშირებული. ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომელსაც შიშის ან ნერვიულობის შემდეგ ამბობენ– “კინაღამ გავჭაღარავდი“....

შოუ ბიზნესი

ადელის შთამბეჭდავი გახდომის საიდუმლო მისმა მეგობარმა გაამხილა

32 წლის მომღერალს, ადელს მთლიანად მოუწია ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა, რათა ზედმეტი კილოგრამებისგა გათავისუფლებულიყო. მან საკვების სახლში გამოძახების სერვისს მიმართა. ვარსკვლავი მთელი სერიოზულობით მოეკიდა წონის...

ვიდეო