თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს – წულუკიანის გადაწყვეტილება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო (ხელოვნურ) განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს “ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

  • იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თეა წულუკიანს აკრიტიკებს.

„წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება…ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან… ანუ მარტო თუ ხარ შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ილოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო იმიტომ რომ თეას ესე ნებავს… კაცის და გათხოვების გარეშე. მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.

დავით ფურცხვანიძემ ყალბი მტკიცებულებები დაფინანსების მიღების მიზნით შექმნა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები...

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს. მისი თქმით,...

მოვუწოდებ უგულავას და ბოკერიას, მეგობრებო, დამშვიდდით, ბოღმას ნუ ანთხევთ – ხაბეიშვილი

სამგორში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება გიგი უგულავას, რომელმაც სამარცხვინო უწოდა...

ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხულოს მერიის განცხადებით, მათ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან...

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. ის ამ წუთებში ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ...

ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფას ვერ მოვითმენთ, ზურა ჯაფარიძემ მოიხადოს ბოდიში – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს. სამადაშვილი ფიქრობს,...

მალე მეც დამიჭერენ – მიხეილ რამიშვილი

"მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!“ - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ...

ბაჩალიაშვილის საქმე – პოლიციამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ფურცხვანიძის ოჯახი. მათი...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო