ივერი მელაშვილის, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომლის გამოც თავდასხმის სამიზნე გახდა, სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა

საქალაქო სასამართლოში ნათალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის  საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, მელაშვილის მიერ ტელეკომპანია “პირველში” გაკეთებულ განცხადება, მტკიცებულებად დაუშვა. ინფორმაციას newsreport.ge-ს უდასტურებს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

“სამწუხაროდ, მთელ ამ საქმეში ყველაზე ცუდი ის არის რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება მეორე ქვეყანასთან, პარტნიორ ქვეყანასთან, ვაფუჭებთ ურთიერთობას მიზანიმიმართულად.  მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში, შეიძლება ამ ყველაფერში გარკვევა. თუნდაც თუ გამოძიების წარმოება გინდა მაინც და მაინც, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება, არიქა, თურმე სადღაც რაღაც გვაქვს, არა ჩვენია. კი არ ამბობ, ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია გინდა თუ არა. ეს არის გაფუჭება, ეს ჩათვალეთ, რომ აი, როგორ არის, იცით, მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, რაღაც მეორედან და თანხმდები რა, ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს და როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი არა გაქვს და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და იქ კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია? არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ მოლაპარაკების ის საშუალება, რაც აქამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორს.” – განაცხადა ივერი მელაშვილმა ტვ “პირველთან”

საქმე ეხება ფრაზას რომელიც ამ კონკრეტული ეთერიდან ამოიჭრა და მასობრივად გავრცელდა სოციალურ ქსელში  :”როცა ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის?! არ გაქვს ამის საფუძველი და იქ ვიღაცა, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი. არ არის შენი, არ დაგითმობს არასდროს”

ფრაზას დიდი კრიტიკა და გამოხმაურება მოჰყვა, ეს წინადადება ტრიალებდა სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების სოციალურ ქსელში. ისინი ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ მელაშვილმა ფრაზაში გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იგულისხმა.

მაშინ როცა მელაშვილი განმარტავდა, არა მონასტრის ისტორიულ კუთვნილებას, არამედ ტერიტორიის სამართლებრივ დაკანონებას, რაც დღემდე არ არის დადგენილი. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მხარეებს შორის მსჯელობა და მოლაპარაკება შეფერხდება და შეჩერდება, ამით პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.

ამ ფრაზასთან დაკავშირებით, “მითების დეტექტორმა” გაავრცელა და დაადასტურა ინფორმაცია, რომ მელაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში ხელისუფლებას მხარი ულტრანაციონალისტურმა და კრემლისტურმა აქტორებმა, ასევე მოსკოვსა და პეტერბურგში რეგისტრირებულმა საეჭვო ქლიქბაიტ გვერდებმა აუბეს,  რაც კარტოგრაფების დისკრედიტაციას და მათ სამშობლოს მოღალატებად წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

კარტოგრაფების წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვნენ:

  1. სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები და ფეისბუკ ანგარიშები
  2. საჯარო მოხელეები
  3. ულტრანაციონალუსტი აქტორები
  4. სასულიერო პირები
  5. ქლიქბაიტ საიტები, რომელთა IP მისამართები რუსეთშია (მოსკოვი, პეტერბურგი) განთავსებული;
  6. კრემლისტური აქტორები.

მელია უნდა გათავისუფლდეს, ოპოზიციამ პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს – კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო "ძალიან ანტიდემოკრატიული...

დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დავყარეთ – თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. "სამუშაოების...

სანქციების სიის სათავეში ივანიშვილი, ღარიბაშვილი და გომელაური უნდა იყვნენ – კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ სანქციები პირველ რიგში ივანიშვილს, ღარიბაშვილს...

თბილისში ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ქუჩებზე ტექნიკურ მარილს მერიის თანამშრომლები ხელით...

ჩვეულებრივ ხალხს უზარმაზარი ხარჯები გვიჩნდება, დაყარეთ მარილი! – ელისაშვილი მერიას

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ქუჩებზე ტექნიკური მარილის დროულად დაყრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ჩვეულებრივ...

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ...

თურნავა ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნების საშუალებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომენდანტის საათს "ქმედით ბერკეტს" უწოდებს და შეზღუდვის შენარჩუნებას ამით ამართლებს. "ვინაიდან...

გამოვლინებაა სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა – TI მელიას დაკავებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბერლინის სათაო ოფისი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, ენმ–ს...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო