იმედია, ენმ-ს განცხადებები არ არის მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის მომზადება – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების ერთგული უნდა დარჩეს.

მისი თქმით, ენმ-ს წევრები და მათთან დაკავშირებული პირები განცხადებებს აკეთებენ, რომლებიდანაც შთაბეჭდილება რჩება, რომ შეთანხმების ჩაშლისთვის ემზადებიან.

“იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის. ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამარცხდეს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ თუკი ეს მარცხი არის მკაფიო პირველივე ტურში, რისკები რეაქციის ქვეყნისთვის მცირდება. თუ მეორე ტურში ირკვევა ვითარება, მაშინ არ ვიცი ეს პოლიტიკურად არასტაბილური რეჟიმი, როგორ ისტერიულ რეაქციას მისცემს”,- ამბობს ბოკერია პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სრული უპასუხისმგებლობაა, ამ რისკზე წასვლა, როცა სიტუაციის გარკვევის შანსი არსებობს პირველივე ტურში.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ პირველ ტურში საერთო მაჟორიტარები მალე დაასახელონ, პირველ რიგში, თბილისის 8 ოლქში.

ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, სიკვდილიანობა (ჯერ) არა

ივნისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში რეკორდულად სწრაფად იზრდება. ახალი კორონავირუსი...

ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს? – ყაველაშვილი შენგელიაზე

"ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?"- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის სპორტისა...

“ ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში“ – კალათბურთელ შენგელიას მამა

ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ...

კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს – მეთიუ ბრაიზა ვაშინგტონის სანქციებზე

ეს უკვე სანქციებია ვაშინგტონის მხრიდან - შეერთებული შტატების კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს. ამის შესახებ ამერიკის...

შენგელია მოზარდი თაობის მაგალითია, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო – ყაველაშვილი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცსკაში გადასული თორნიკე შენგელია სამაგალითოა,...

სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე არ ფიქრობს. “მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე...

“სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა”- თეთრი ფურგონის მძღოლის შვილი

"სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა." - შაქარაშვილის საქმეში  თეთრი ფურგონის მძღოლის შვილი ქრისტინე ლომიძე...

დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა – ნიკოლაძე

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ხვალ...

სხვა სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ...

ჯანმრთელობა

ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ...

ვიდეო