იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს.

ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის მალის ხელისუფლებამ სამშობიაროდ გაგზავნა.

“ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ცოლი და შვილები (ხუთი გოგო და ოთხი ბიჭი) თავს მშვენივრად გრძნობენ“– ამბობს ბიბისი–სთან ინტერვიუში ბავშვების მამა.

ცხრა ბავშვის ერთდროულად გაჩენა ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომელსაც როგორც წესი, გართულებები ახლავს თან და შედეგად ბავშვები იღუპებიან.

მედიკოსებისთვის ორი ასეთი შემთხვევაა ცნობილი – 1971 წელს ავსტრალიაში და 1999 წელს მალაიზიაში. ორივე შემთხვევაში ვერცერთი ბავშვი ვერ გადარჩა.

2009 წელს ამერიკელმა ქალმა რვა შვილი გააჩინა. ყველა მათგანი გადარჩა. ეს ბავშვები ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახნენ.

ამიტომაც მალის ჯანდაცვის მინისტრს, ფანტა სიბის სრული საფუძველი ქონდა ორივე ქვეყნის მედიკოსებისთვის ბედნიერი დასასრული მიელოცა.

ჰალიმა სისეს ჯერ კიდევ ფეხმძიმობისას გულშემატკვრობდა მთელი ქვეყანა, როცა ექიმებმი ვარაუდობდნენ, რომ ის მუცლით შვიდ ბავშვს ატარებდა.

თუმცა, სპეციალისტები მისი ჯანმრთელობის გამო და ბავშვების გადარჩენის შანსებზე შიშობდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩარევა.

მას შემდეგ, რაც მომავალმა დედამ ორი კვირა ბამაკოს საავადმყოფოში გაატარა, 30 მარტს მიღებულ იქნა გადაწვეტილება მაროკოს კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ.  იქ კი, ხუთი კვირის შემდეგ საკეისრო კვეთა გაუკეთეს.

ჰალიმას ქმარი, უდიდანდ კადირ არბი კვლავ მალიში იმყოფება უფროს ქალიშვილთან ერთად, თუმცა მისი თქმით, მუდმივად აქვს ცოლთან კონტაქტი და არ დარდობის ოჯახის მომავალზე, რომელიც უცებ ცხრა წევრით გაიზარდა.

“ეს ბავშვები ღმერთმა მოგვცა და ის გადაწყვეტს, რა ელით მათ. არ ვღელავ. ყველამ დამირეკა. მართლაც ყველამ. ხელისუფლებამაც დამირეკა და მომილოცა. პრეზიდენტმაც კი დამირეკა“– ამბობს კაცი ბიბისი–სთან ინტერვიუში.

სავარაუდოდ ცხრა ახალშობილის დედა სახლში დაბრუნებას რამდენიმე კვირის შემდეგ შეძლებს.

 

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და...

ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა – ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე

"ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა "-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  „პალიტრანიუსის“...

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და მისი მრავალი ვარიაციის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია. კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...