ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 20 ივნისის საქმეზე ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, მათაც, ვის წინააღმდეგაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და იმ ადამიანებსაც, ვისზეც შეიძლება საქმე მომავალში აღიძრას.
“ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არა მარტო ტექსტით — შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე”,– ამბობს კობახიძე “იმედის” ეთერში.
მისივე შეფასებით, რადგან ამნისტია ეხება ნიკა მელიას, იგი უნდა შეეხოს ყველა სხვასაც.
“რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს აქვს სწორედ მას ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, ბუნებრივია ეს უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.