კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

“კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. “-  ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ, სააკაშვილები გორიდან ვართ, ბაბუაჩემი გორიდან არის. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმია. ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან – შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან -გამარჯვება. ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი- გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების აღება ნონსენსია – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების აღება...

ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარი იქნება – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფომ პირველი ხარისხის ფქვილზე ფასი...

ჩვენთან საველე ჰოსპიტლის ანალოგი გახლავთ კოვიდსასტუმრო – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კოვიდსასტუმროებია. გაბუნიას ინფორმაციით,...

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე რჩება

თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ...

მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია – ცქიტიშვილი შობის ღამის გამონაკლისზე

მთავრობის მიერ დაწესებული შობის ღამეს, 6-7 იანვარს იხსნება, როცა დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ვიცეპრემიერის მაია...

მოგესალმებით შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი – ხატია დევსურაშვილი საზოგადოებას მიმართავს

„მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი!“ –  ამის შესახებ ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში...

“ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ”- პაატა იმნაძე

"ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის...

დააკავეს ბაღის დირექტორი, რომელმაც იჯარის ხელშეკრულების სანაცვლოდ 28 ათასი ლარი მოითხოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო