კუჭავა ელჩებსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს პასუხობს – რა წერია წერილში

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩებსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს პასუხობს და აცხადებს რომ ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.

”19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც, გარდა სხვა საკითხებისა, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავს.

კერძოდ, შეთანხმების თანახმად, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შესწავლილ უნდა იქნეს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების განხორციელების პრაქტიკა და მიგნებების საფუძველზე, სასამართლო რეფორმის ახალი პაკეტი უნდა შემუშავდეს.

აღნიშნული პაკეტი უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებსაც. საქართველოს პარლამენტმა პირნათლად უნდა შეასრულოს პოლიტიკური შეთანხმების აღნიშნული პირობა და დოკუმენტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღოს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება.

კერძოდ, პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც სრულად აისახა ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით: ა) შემოღებულ იქნა ღია კენჭისყრის წესი; ბ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენის შესახებ მიიღოს კანდიდატებისთვის მიკუთვნებული ქულების შესაბამისად; გ) დაწესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ორმაგი გასაჩივრების წესი. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხელახლა გამოცხადდა ვაკანსიებზე განაცხადების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. სწორედ აღნიშნული პირობა იყო ასახული პოლიტიკურ შეთანხმებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან, რაც წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს, საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყოს კანდიდატების დამტკიცების პროცედურა. მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.

საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ვალდებულებას, საბჭოს წევრები პოლიტიკური პარტიების სათანადო ჩართულობით აირჩიოს.

მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ, უზრუნველვყო ეს პროცესი. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის უპირველესი ვალია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, აგრეთვე იმოქმედოს პოლიტიკური შეთანხმების პირობების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს”. – წერია კუჭავას წერილში.

ამ წერილით მან  უპასუხა კელი დეგნანის, კარლ ჰარცელის და ნატალია ვუტოვას 21 მაისის წერილს, რომლითაც დიპლომატები მმართველ გუნდს მოუწოდებდნენ, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის...

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ...

ამერიკამ და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

ბელარუსი, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ დაწესებულ დამატებით სანქციებზე აცხადებს, რომ...

გახელაძის გასათავისუფლებლად, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობითი თხოვნით მიმართა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს, თხოვნით მიმართა, რომ ჩაერთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში,...

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივა

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. პროექტი დღეს დაჩქარებული წესით...

„არ გაიტეხოთ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესის დროს შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ წლის...

“ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! -მეუფე გიორგი ჯამდელიანი

ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! - ასე ეხმაურება, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე...

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? – ოხანაშვილი ოპოზიციას

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით, - ასე მიმართა იურიდიულ...

“ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!“–სააკაშვილი ჩავარდნილ ვაქცინაციზე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება: “ახლა...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის ერთადერთი იარაღია

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია. მისივე მოსაზრებით, ეს არის...